Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"თელიანი ველის" ორმაგი წარმატება

აპრილის ბოლოს საფრანგეთში გამართულ მასშტაბურ საერთაშორისო ღვინის კონკურსზე The Challenge International du Vin  "თელიანი ველის" "მუკუზანი" დააჯილდოვეს.

კონკურსს 30-წლიანი ისტორია აქვს. ყოველწლიურად The Challenge International du Vin-ზე ერთმანეთს 30-ზე მეტი ქვეყნის საუკეთესო ბრენდი ეჯიბრება. 5000 სახეობის ღვინის დაგემოვნებისა და ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ, კომპეტენტურმა ჟიურიმ კომპანია "თელიანი ველის" 2006 წლის მოსავლის "მუკუზანს" ბრინჯაოს მედალი მიანიჭა.

2006 წელს აღნიშნულ კონკურსში ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა "თელიანი ველის" “თელი” (თეთრი მშრალი ღვინო) და “მუკუზანი” (წითელი მშრალი ღვინო). 2007 წელს კი საუკეთესოებად დასახელნენ "თელიანი ველის" "წინანდალი", "საფერავი" და "გაუფილტრავი საფერავი".
 
ორიოდე დღის წინ, "თელიანი ველი" კიდევ ერთი პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებული გახდა. კომპანიის 3 ღვინო: "მუკუზანი", "წინანდალი" და "ცოლიკოური" ბრიუსელის ცნობილ კონკურს Concours Mondial de Bruxellel-ზე ვერცხლის მედლებით დააჯილდოვეს.
 
© მადიანი/vinoge.com


გილოცავთ, უდიდეს წარმატებებს გისურვებთ. ”თელიანი ველის” ერთ-ერთი ძალიან ძლიერი გულშემატკივარი ვარ. რადგან ეს ქარხანა არა მარტო ღვინოების წარმოებით არის ცნობილი, არამედ ჩემი ჩათვლით მრავალ მომავალ მეღვინეს მისცა უდიდესი პრაქტიკული თუ თეორიული განათლების საშუალება მეღვინეობაში. განსაკუთრებით მიულოცავ ამ წარმატებებს ”თელიანი ველი”-ს მეღვინე ბატონ გოგას დაქიშვილს.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული