Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თეფში გახდომის მსურველთათვის

გახდომის მსურველები ხშირად ვერ განსაზღვრავენ, ზუსტად რა რაოდენობის საკვები უნდა მიიღონ. ჰოლანდიელმა დიზაინერმა, ანეტ ბრიუილმა გადაწყვიტა, მათ დაეხმაროს და “ჭკვიანი” თეფშის დიზაინი შექმნა. თეფშზე რამდენიმე დანაყოფია მონიშნული, რაც გახდომის მსურველებს დაეხმარება, ზუსტად განსაზღვრონ, რა რაოდენობით მიიღონ ესა თუ ის პროდუქტი. მაგალითად, თეფშზე მონიშნულია ხორცის, ბოსტნეულის, მაკარონის, სალათებისა და აშ. დანაყოფები. თეფში აშშ-ისა და ჰოლანდიის კვების ინსტიტუტების რეკომენდაციების მიხედვით არის შექმნილი. ასე რომ, დანაყოფების ხაზები დიდი მეცნიერული გათვლის შედეგად არის აღნიშნული. ასევე უნდა ითქვას, რომ დიეტოლოგების დაკვირვებით გახდომის მსურველები ძირითადად თეფშის ზომას აკვირდებიან და არა ნაყროვანების სიმძაფრეს. ამიტომ “დიეტური” თეფშის ზომაც საგანგებოდ არის შერჩეული. ამ “ჯადოქრობის” წყალობით, გახდომის მსურველი ადამიანი საკვების ულუფას განსაზღვრავს და დიეტის სასურველ შედეგსაც ძალიან მალევე თვალნათლივ დაინახავს.     

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული