Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თაღლითთა მსხვერპლი მეღვინეები

ევროპელ მეღვინეებს გამუდმებით თავს ესხმიან ღვინის ბიზნესში გაწაფული თაღლითები. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სავაჭრო ასოციაციის (WSTA-Wine and Spirit Trade Association)ექსპერტებმა გამოაქვეყნეს მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, 2011 წლის მაისიდან მოყოლებული, თაღლითებმა ღვინის მწარმოებლები და მოვაჭრეები დაახლოებით 2,3 მილიონი დოლარით აზარალეს.

აღსანიშნავია, რომ ბოროტმოქმედებმა წარმატებით განახორციელეს თაღლითობის ყოველი მესამე მცდელობა და ხორცი შეასხეს ჩანაფიქრს. WSTA-ს წარმომადგენელის, დეივიდ ტრომანსის თქმით, რეალურად, ასეთი შემთხვევა შეიძლება უფრო მეტჯერაც კი მომხდარა, უბრალოდ, პოლიციას ყველა მოტყუებულმა მეღვინემ არ მიმართა.

თაღლითები თავს რომელიმე მსხვილი კომპანიის წარმომადგენლად ასაღებენ, შეიძლება ისეთი ცნობილი კომპანიის თანამშრომლად წარადგინონ საკუთარი თავი, როგორიც არის Berry Bros.შემდეგ კი მწარმოებლებთან ან სავაჭრო კომპანიებთან ღვინის შესყიდვის მოთხოვნას აგზავნიან, თანაც საქმეს ფრიად მომზადებულები იწყებენ: მათ ხელთ აქვთ ამა თუ იმ კომპანიის ბლანკები, გადასახადის გადამხდელთა საიდენტიფიკაციო ნომრები და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი საბუთი. “კომპანიამ, რომელიც ამ ბოროტმოქმედთა მსხვერპლი გახდა, ჩვენ ღვინო გამოგვიგზავნა, თუმცა ფული არ მიუღია. სამი კვირის შემდეგ კი დაგვირეკეს და თანხა მოგვთხოვეს, ჩვენ, ცხადია, ვუპასუხეთ, რომ მათთვის ღვინო ჩვენს კომპანიას არ შეუკვეთავს. მოპარული ღვინო, როგორც წესი, ან ერთსა და იმავე მისამართზე, ლონდონში იგზავნება ან სხვადასხვა საცავებში ნაწილდება. შემდეგ რა ბედი ეწევა ხოლმე ამ ღვინოებს, ეს უკვე ჩვენთვის უცნობია,” - აღნიშნავსBerry Bros-ის გაყიდვების მენეჯერი მაქს ლალონდრელე, რომლის სახელითაც, სხვათა შორის, გაწაფულ თაღლითებს არაერთხელ უსარგებლიათ.     

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული