Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შვეიცარიელები თავიანთ ღვინოს ანიჭებენ უპირატესობას

2013 წელს შვეიცარიაში რეკორდული რაოდენობის შვეიცარიული ღვინო გაიყიდა. შვეიცარიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშში მითითებულია, რომ წელს 5,5 მილიონი ლიტრით მეტი ღვინო გაიყიდა, სულ კი შვეიცარიელებმა 273 მილიონი ლიტრი ღვინო მიირთვეს. მართალია, ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი პოპულარობით წითელი ღვინო (183 მილიონი ლიტრი) სარგებლობს, თუმცა თეთრი ღვინის მოყვარულებიც მომრავლდნენ, რადგან უკვე 90 მილიონი ლიტრი თეთრი ღვინოა გაყიდული.

საინტერესოა, რომ გაყიდული ღვინოების უმრავლესობა სწორედ ადგილობრივია – 170 მილიონი ლიტრი. ადრე მწარმოებლები წუხდნენ, რომ მათ ღვინოს დიდ კონკურეციას უწევდა ფრანგული, ესპანური და იტალიური ღვინოები, თუმცა არა ხარისხის, არამედ ფასის ხარჯზე. წლევანდელმა შედეგებმა კი ყველა გააოცა. ქვეყანაში 10 მილიონი ლიტრით მეტი შვეიცარიული ღვინო გაიყიდა, ვიდრე გასულ წელს, ანუ 5,6 მილიონი ლიტრით მეტი, ვიდრე 2010-2012 წლების საშუალო მაჩვენებელი იყო. ამასთან, უცხოური ღვინოების გაყიდვები 4 მილიონი ლიტრით შემცირდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს განაცხადებით, ეს ფრიად სასიხარულო ფაქტი იმით არის გამოწვეული, რომ სახელმწიფომ მწარმოებელთა სასიკეთოდ მთელი რიგი რეფორმები გაატარა. 10-მილიონიანი სუბსიდიის გარდა, მეღვინეებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ დაახლოებით 3 მილიონი ლიტრი მაღალი ხარისხის, AOC კატეგორიის ღვინო სუფრის ღვინის რანგში ანუ იაფად გაეყიდათ. ცხადია, ამ ყველაფრით შვეიცარიელმა მომხმარებელმაც ისარგებლა და დაბალ ფასად შეთავაზებული ძვირფასი ღვინო უხვად შეიძინა.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული