Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინო ადრეულ ალკოჰოლიზმს აგვაცილებს

ბოსტონის უნივერსიტეტში მეცნიერ ლი სტრანინის ხელმძღვანელობით ჩატარდა კვლევა, რომელიც იტალიელი ახალგაზრდების ალკოჰოლისადმი დამოკიდებულებას ეძღვნებოდა. კვლევის ფარგლებში მეცნიერები აკვირდებოდნენ იმ 160 ახალგაზრდა იტალიელს, რომლებმაც თავი ზომიერად მსმელ და ძალზე მსმელ კატეგორიას მიაკუთვნეს. გამოკითხვაში 25-დან 30 წლამდე ასაკის 80 და 16-დან 18 წლამდე ასაკის ამდენივე ადამიანი მონაწილეობდა. აღმოჩნდა, რომ ისინი, ვინც ბავშვობიდან ზომიერად სვამდა ღვინოს ტრადიციული ოჯახური სადილის დროს, მოზრდილობაში არასოდეს თვრებოდნენ. ისინი კი, ვისაც ამ საკითხში ბავშვობიდან მკაცრად ზრდიდნენ და ალკოჰოლს ახლოს არ აკარებდნენ, პირიქით, მოზრდილ ასაკში ინაზღაურებდნენ დანაკლისს და თვრებოდნენ. მეცნიერები მზად არიან კვლევის შედეგები და დასკვნები ყველა იმ ქვეყანას გაუზიარონ, რომელთაც ანტიალკოჰოლური პოლიტიკის ფორმირების საკითხი აღელვებთ. ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ აქ საქმე უბრალოდ აკრძალვის ფენომენს ეხება. როდესაც ოჯახში ალკოჰოლური სასმელი ,,აკრძალულ ხილად” არ ითვლება და მათი ზომიერი მიღება ჩვეულებრივი ამბავია, იქ ბავშვის ალკოჰოლისადმი დამოკიდებულებასაც მეტი პასუხისმგებლობით  ეკიდებიან. შესაბამისად, ასე აღზრდილი ბავშვები ნაკლებად ეძალებიან სასმელს. მეცნიერები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ საუბარია ოჯახური სადილის დროს ალკოჰოლური სასმელების ზომიერ მიღებაზე და არა კამპანიასთან ერთად ტელევიზორის ყურების პარალელურად ყუთობით ლუდის სმაზე, ვინაიდან როგორც კვლევის ხელმძღვანელი, მეცნიერი სტრანინი აცხადებს, ღვინო -  ეს საკვების ნაწილია.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული