Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინო შოკოლადის მოყვარულთათვის

14 თებერვალი - ვალენტინობა, დღე, რომელსაც მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში მილიონობით ადამიანი რომანტიკულად აღნიშნავს და მეორე ნახევრებს სასიამოვნო საჩუქრებს უძღვნის. სავაჭრო მარკა Chocolate Shop-მასწორედ ვალენტინობასთან დაკავშირებით გამოუშვა შოკოლადის ღვინო. ესაა წითელი ღვინისა და შავი შოკოლადის სინთეზის შედეგად მიღებული ორიგინალური სასმელი, რომელსაც ალუბლის, კაკაოსა და ვანილის არომატი აქვს. ამ სიახლის ავტორები თვლიან, რომ წითელი ღვინო და შოკოლადი შესანიშნავად ეხამება ერთმანეთს და ეს სასმელი, პირველ რიგში, შოკოლადის მოყვარულებზეა გათვლილი. შოკოლადის ღვინო სასიამოვნო დასალევია როგორც ცალკე, ისე ფორთოხლის წვენით ან ყინულით. ხოლო იმისთვის, რომ ამ სასმელით კიდევ უფრო ისიამოვნოთ, Chocolate Shop-მა შოკოლადის ღვინით დამზადებული კოქტეილების რეცეპტებიც შეიმუშავა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული