Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის სალონები ინტერნეტში გადაინაცვლებს

ალკოჰოლის ბიზნესში ჩართულ ადამიანებს მალე, როგორც ჩანს, პარტნიორების მოსაძებნად და ახალი კონტაქტების დასამყარებლად სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ გამოფენებზე გამგზავრება, სტენდების დაქირავებაში ფულის გადახდა და სხვა ხარჯების გაწევა აღარ დაჭირდებათ - ღვინის ტრადიციულ სალონებს ვირტუალური სალონები ჩაანაცვლებს. ერთ-ერთი ასეთი სალონის ორგანიზებას ფრანგული კომპანია Innovinუზრუნველყოფს. კომპანიის საიტზე 3D ფორმატში ჩატარდება ღონისძიება WineFair, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ახალი კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი ვირტუალური სტენდები. ყველა სტენდზე განთავსებული იქნება მონაწილის სავიზიტო ბარათი, ვიდეო, საინფორმაციო ბროშურები, კონკრეტული ღვინისა და ვენახის აღწერილობა. სტენდზევეა დატანილი ელექტრონული კალენდარი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ონლაინ შეხვედრა დანიშნოთ. პროგრამის მიხედვით გათვალისწინებულია ონლაინ კონფერენციების გამართვა დარგის განვითარების აქტუალურ საკითხებზე მსჯელობისთვის. მონაწილეებს ურთიერთობისთვის ვებ-კამერების, აუდიოკონფერენციების, ჩატის გამოყენება შეუძლიათ. საიტის მენიუ ინგლისურ და ფრანგულ ენებზეა ხელმისაწვდომი.

ონლაინ სალონი უკვე მეორედ იმართება. წინა წელს გამართული პირველი ასეთი ღონისძიება საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, მასში 50-ზე მეტმა ექსპონენტმა მიიღო მონაწილეობა, საიტზე კი დაახლოებით 4 300 ვიზიტორი დარეგისტრირდა, მათ შორის იყვნენ ღვინის იმპორტიორები, ბითუმად მოვაჭრეები, სომელიეები და ჟურნალისტები.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული