Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის მუზეუმის პროექტი

გამოქვეყნდა ღვინის მუზეუმის პროექტი, რომელიც შვეიცარიაში, იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებულ ლავოს ტერასებზე აიგება. ლავოს ტერასები ჟენევის ტბის ჩრდილოეთით მდებარეობს, იქაური ვენახები 830 ჰექტარზეა გადაჭიმული და უამრავ ტურისტს იზიდავს. მუზეუმის პროექტი შვეიცარიულმა არქიტექტურულმა ბიურო Mauro Turin-მა შეიმუშავა. როგორც ბიუროს სპეციალისტებმა განაცხადეს, ღვინის მუზეუმი ზედ უფსკრულის თავზე დაეკიდება. შენობა ისეა დაპროექტებული, რომ ლანდშაფტის ნაწილად აღიქმებოდეს და ტერასების საერთო არქიტექტურა არ დაარღვიოს. პროექტის თანახმად, მუზეუმს გამჭვირვალე იატაკი ექნება, საიდანაც ტერასებზე გაშენებული ვენახების ხედი გადაიშლება. მუზეუმის სტუმრები, პრაქტიკულად, ჰაერში ისეირნებენ და ეს მათთვის დაუვიწყარი სანახაობა იქნება.

© ღვინის კლუბი/Weekend



იქნებ ლინკი დადოთ სადაც წერია, რომ ნამდვილად აიგება მუზეუმი. ძალიან დამაინტერესა. ამ ადგილას წელს ვიყავი და მომიყვნენ, რომ მოსახლეობამ დიდხანს იბრძოლა იმისთვის, რომ ეს ვენახები შეენარჩუნებინათ. ძალიან უფრთხილდებიან ამ ლანდშაფტს და ეჭვი მეპარება ასე ადვილად დათანხმდნენ შუშის მუზეუმზე. მე რაც ვნახე ყველგან წერია რომ ეს პროექტია და განხორციელებაზე საუბარი არსად არის. http://www.youtube.com/watch?v=gfZaXu38BcU

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული