Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ევროპული კულტურა სახიფათოდ მიიჩნიეს

საფრანგეთისა და კონტინენტური ევროპის სხვა ქვეყნების ღვინის კულტურა ხშირად ალკოჰოლური სასმელის მოხმარების სანიმუშო მაგალითად სახელდება და მას ბრიტანულ სტილს – ზღვარგადასულ სმას - უპირისპირებენ. თუმცა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ორგანიზმისათვის არანაკლებ და კიდევ უფრო მეტადაც მავნებელი სწორედ რომ ღვინის სმის ევროპული წესია. გამოკვლევების შედეგად გაერთიანებულ სამეფოში სპირტიანი სასმელების მოხმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, მაგრამ ალკოჰოლის მოხმარების საერთო მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, აქ ბევრად დაბალია. მოკლედ, ბრიტანეთში უფრო ნაკლები ადამიანი კვდება ალკოჰოლის გამო, ვიდრე, მაგალითად, საფრანგეთში, პორტუგალიასა და ესპანეთში. ფონდ Alcohol Research UK-ის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების უფროსმა ჯეიმს ნიკოლსმა განაცხადა, რომ ის აზრი, თითქოს სასმელის მოხმარების “კონტინენტური” სტილი უკეთესია, ვიდრე ბრიტანული – ზომაგადასული სმა – ნამდვილი მითია. მეცნიერი განმარტავს, რომ სმის ორივე სტილი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. რა თქმა უნდა, გადაჭარბებული სმა ორგანიზმს ანგრევს, მაგრამ “კონტინტნტური” კულტურა – ანუ რეგულარული სმა – ასევე საშინლად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, თუმცა ეს ზიანი ნაკლებად თვალშისაცემია. “ამ შემთხვევაში ადამიანები ნაკლებად არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს, ვიდრე უგონოდ მთვრალები, თუმცა ორგანიზმზე რომ ნეგატიურად მოქმედებს, ეს თვალნათლივ ჩანს.” გასულ წელს ჩატარებულმა გამოკვლევამ და გამოქვეყნებულმა შედეგებმა ცხადყო, რომ სპირტიანი სასმელის მოხმარების მაჩვენებელი ავსტრიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, პორტუგალიასა და ესპანეთში უფრო მაღალია, ვიდრე ბრიტანეთში. გარდა ამისა, ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში ალკოჰოლის გამო უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე გაერთიანებულ სამეფოში. მოსახლეობის სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელში ,,ალკოჰოლური სიკვდილის” წილი საფრანგეთსა და პორტუგალიაში 15%, ხოლო დიდ ბრიტანეთში 8% ფიქსირდება. 

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული