Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხერესის დაბრუნება

დიდი ბრიტანეთის სავაჭრო ქსელებმა ხერესის მსხვილი პარტიების შესყიდვები დაიწყეს. თუკი აქამდე ითვლებოდა, რომ ხერესი მხოლოდ მოხუცების საყვარელი სასმელი იყო, დღეს სიტუაცია შეიცვალა. ბოლო დროს ხერესზე მოთხოვნა ძალზე გაიზარდა ერთი მიზეზის გამო – ძვირადღირებული რესტორნებისა თუ ბარების შეფ-მზარეულებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება ხერესის დამატება საჭმელში ან სულაც, მისი ხერესის ბაზაზე მომზადება. ამ ფაქტთან დაკავშირებით ღვინის ექსპერტები აღტაცებას ვერ მალავენ და ესპანური სასმელის ასეთ აღიარებას ბრიტანელთა მაღალ გემოვნებას მიაწერენ. დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი ქსელის Marks & Spencer – ის მონაცემებით, ხერესის გაყიდვებმა, გასულ წელთან შედარებით, 18%-ით მოიმატა. აღსანიშნავია, რომ დღეს ამ სასმელს ძირითადად ახალგაზრდები ყიდულობენ, მაშინ, როცა ბოლო წლების განმავლობაში ხერესის მყიდველთა 40%-ზე მეტი 65 წელს გადაცილებული იყო. წინსვლა შეინიშნება სახეობების მხრივაც – 10 წლის წინ Marks & Spencer მომხმარებელს მხოლოდ ხუთი სახეობის ხერესს სთავაზობდა, დღესდღეობით კი მათი რიცხვი თორმეტს აღწევს.
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.