Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ექსპორტის ლიდერი

გაერთიანებული სამეფო ღვინის იმპორტის მხრივ მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოდ რჩება. როგორც მოსალოდნელია, დიდი ბრიტანეთი ამ სფეროში ლიდერობას მომავალი წლების განმავლობაშიც შეძლებს. ექსპერტთა პროგნოზების თანახმად, 2014 წლისთვის ქვეყანა 151,5 მილიონ ყუთ ალკოჰოლურ სასმელს მოიხმარს. მნიშვნელოვნად გაიზრდება ღვინის გაყიდვები, რამაც ოთხი წლის შემდეგ თანხობრივად შესაძლოა ცხრა მილიარდ ფუნტსაც გადააჭარბოს. ამასთან, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბოთლი ღვინის გასაყიდი ფასი მოიკლებს. გასული წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებმა საერთო ჯამში 1,765 მილიარდი ბოთლი ღვინო შეიძინეს, რაც წინა წელთან შედარებით 1,1%-ით მეტია. საინტერესოა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, რაც გაერთიანებულ სამეფოში წითელ ღვინოზე მოთხოვნა შემცირდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში უფრო მეტი თეთრი ღვინო გაიყიდა, ვიდრე წითელი. ბაზრის ანალიტიკოსები თვლიან, რომ 2014 წლისთვის კიდევ 2,67%-ით გაიზრდება, წითლისა კი 0,99%-ით შემცირდება. როზეს წილი გაყიდვებში კვლავ უმნიშვნელოა, თუმცა მისი ზრდაც მოსალოდნელია. ღვინის ყველაზე მნიშვნელოვან მომწოდებლებად დარჩებიან ავსტრალია და საფრანგეთი, მაგრამ მათ არც იტალია, ამერიკის შეერთებული შტატები, ესპანეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ჩილე დაუდებენ ტოლს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული