Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვთისმეტყველება ბარებში: ქადაგება ლუდის თანხლებით

ამერიკის ეკლესიები მორწმუნეთა მიმართ საოცარი მიდგომით გამოირჩევა. ისინი მრევლს იმქვეყნიური ნეტარების დაპირებით კი არ კვებავენ, არამედ ფრიად მიწიერი სიამოვნებით, ლუდით უმასპინძლდებიან.

ამ საუცხოო გზით მათ შეძლეს, ბევრი ისეთი ახალგაზრდა მოებრუნებინათ ეკლესიისაკენ, რომელთაც სკამზე უმოქმედოდ ჯდომა და ქადაგების მოსმენა დიდ სიამოვნებას არ ჰგვრიდა. ზოგი ეკლესიის მესვეურმა კი გადაწყვიტა, მრევლი დასამოძღვრად არა ეკლესიაში, არამედ ბარში შეეკრიბა. ამ მეთოდს მიმართავენ, მაგალითად, ტეხასის შტატის ქალაქ ფორტ-უერტის ლუთერანული ეკლესიის წინამძღვარნი და ქადაგებას ლუდის ერთ-ერთ ბარში ატარებენ. ისინი განმარტავენ, რომ ბარში შეკრებილი მრევლი, რომელიც რელიგიურ სიმღერებს ასრულებს, ინტერესს უღვივებს იქ მყოფ სხვა ადამიანებსაც. ამ გზით ისინი კიდევ უფრო ზრდიან თავიან სამწყსოს.

პორტლენდის ეკლესიასაც იგივე მეთოდი აქვს აპრობირებული. ისინი ადგილობრივ ბარებში აწყობენ ღონისძიებას “ლუდი და გალობა” და ყოველი ასეთი შეკრების შედეგად დაახლოებით 100 ახალგაზრდას აბრუნებენ ეკლესიისაკენ.

იმისათვის, რომ სიტუაცია არ აირიოს, მღვდელი მრევლს მხოლოდ ორი კათხის დალევის უფლებას აძლევს. ბარში, თავისუფალ გარემოში ჩატარებული ქადაგება იმ ადამიანებსაც კი ხიბლავს, ვინც კვირის წირვაზე მოუხერხებელ სკამზე ჯდომას დიდ სატანჯველად აღიქვამს.

ლუდისა და რელიგიის ერთობა ნიუიორკელებმაც მიიღეს. მოძრაობა “ღვთისმეტყველება ბარებში”, რომელიც 2000 წელს დაფუძნდა, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე, ირლანდიურ პაბში განიხილავს მარადიული ცხოვრების თემატიკას, ცრუ წინასწარმეტყველებებსა და სხვა თეოლოგიურ საკითხებს.  

ამ მოძრაობის მესვეურები ირწმუნებიან, რომ რომის პაპი მათი წამოწყების მომხრეა და მღვდლებს მოუწოდებენ, ღვთის სიტყვა იქადაგონ ყველგან, სადაც კი ადამიანთა თავშეყრის ადგილია.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული