Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჟურნალ `გარდიანის` რჩეულები

 

ჟურნალმა `გარდიანმა` (The Guardian Magazine) გამოაქვეყნა იმ ადგილების სია, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების დაგემოვნებაა შესაძლებელი.პირველ ადგილზე აღმოჩნდა როტშილდის მუზეუმი (საფრანგეთი), სადაც ტურისტებს შეუძლიათ გასინჯონ ბორდოს არაჩვეულებრივი ღვინოები და მუზეუმის ვენახებიც მოინახულონ.მეორე ადგილი ერგო კალიფორნიის ღვინის სარდაფს - Robert Mondavi (ფოტოზე). აქ ტურისტებს ამერიკული ღვინოების სამსაათიან დეგუსტაციასთან ერთად მოუწევთ ლიქიორების გასინჯვაც.მესამე ადგილზე გავიდა გერმანული ღვინის ცენტრი WEINGUT, რომელიც ვიურცბურგში მდებარეობს. აქ XIX საუკუნის ბავარიულ ღვინოს შემოგთავაზებენ.მეოთხე ადგილი დაიკავა ბონის ღვინის მუზეუმმა (საფრანგეთი). ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ, თავად დაესწრონ ღვინის დაყენების პროცესს და დააგემოვნონ XV საუკუნის ბურგუნდიული ღვინოები.მეხუთე ადგილი წილად ხვდა ღვინის რესტორანს - Penfolds Magil (ადელაიდა, ავსტრალია). აქ წარმოგიდგენენ ახალზელანდიურ და ავსტრალიურ ძველ ღვინოებს. © „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული