Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Decanter-ის 50-ეული

ტრადიციულად, ღვინის ავტორიტეტული ჟურნალი Decanter-ი ორ წელიწადში ერთხელ აქვეყნებს ღვინის სფეროს ყველაზე გავლენიანი 50 პერსონის სიას. 2011 წლის სია სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი და მასში შემავალ  რამდენიმე ავტორიტეტს ჩვენც გაგაცნობთ.

შესავალ სიტყვაში ჟურნალის რედაქტორმა გაი ვუდვარდმა (Guy Woodward) აღნიშნა: ,,ჩვენი ორწლიური სია, ე.წ. Power List,ყოველთვის იწვევს ხოლმე დისკუსიას, მითქმა-მოთქმასა და აზრთა სხვადასხვაობას. ჩვენ სხვანაირად ვერც წარმოგვიდგენია. ღვინის სფეროში მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი 50 ადამიანის გამოვლენა არც ისე მარტივი საქმეა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ჩვენ უამრავი სპეციალისტის აზრს ვითვალისწინებთ, სია მაინც სუბიექტურია. ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ საერთო ტენდენციებს, კონკრეტული ადამიანების გავლენას გემოვნების ჩამოყალიბების ასპექტში, იმას, თუ რა იყიდება დღეს ღვინის დახლებზე და რა გაიყიდება ხვალ. 2011 წლის სიას რომ გადავხედოთ, აუცილებლად გამოვარჩევთ სამ უმნიშვნელოვანეს ტენდენციას.

პირველი– ესაა აზიური ბაზრის, განსაკუთრებით კი ჩინეთის, მზარდი გავლენა, რომელიც რამდენიმე ძალზე საგულისხმო მოვლენით გამოიხატა: მკვეთრად მოიმატა ბორდოს ფასმა; მწარმოებლები ისწრაფვიან ჩინური ბაზრისკენ; მეტად ფასობს ღვინის სფეროში განსწავლულობა; გაიზარდა ღვინის ადგილობრივ მეწარმეთა რაოდენობა და დაინტერესება.

მეორე ტენდენცია – ესაა მომხმარებელთა მზარდი გავლენა. დღეს მყიდველი სულ უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევს კრიტიკოსთა მოსაზრებებსა და სპეციალიზებულ გამოცემებში გამოთქმულ აზრებს, სამაგიეროდ, მეტად ენდობა სოციალურ მედიას, სხვადასხვა ბლოგებსა თუ საიტებს, სადაც ერთმანეთთან კონტაქტისა და აზრთა გაზიარების მეტი საშუალება არსებობს.

მესამე ტენდენცია– ღვინის სამყაროს დღევანდელ მრავალფეროვნებაში გამოიხატება.”

ახლა კი, დავუბრუნდეთ სიას, რომელშიც პირველი ადგილი ერგო 60 წლის ფრანგ პიერ პრენგეს (Pierre Pringuet). პიერ პრინგე ფრანგული კომპანია Pernod Ricard-ის ამჟამინდელი მმართველი გახლავთ. რედაქციის აზრით, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კომპანიამ დიდ წარმატებას მიაღწია. Pernod Ricard  ღვინის წარმოებით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა, მას ეკუთვნის ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა: შამპანური Mumm  და  Perrier-Jouet, ავსტრალიური ღვინო Jacob's Creek, ახალზელანდიური ღვინო Brancott Estate და სხვ. 

სიაში მეორე ადგილი დაიკავა ასევე ფრანგმა, 70 წლის  ერიკ დე როტშილდმა (Eric de Rothschild), რომელიც უკვე 37 წელია კომპანია Domaines Barons de Rothschild (DBR)-ის სათავეში დგას. კომპანია ფლობს ისეთ სახელგანთქმულ ბრენდებს, როგორებიცაა: Lafite,  Duhart-Milon,  Rieussec l'Evangile  დაd'Aussieres საფრანგეთში, Vina Los Vascos  ჩილეში და Caroარგენტინაში.

მესამე ადგილი ერგო ცნობილ კრიტიკოსსა და ექსპერტს, 63 წლის ამერიკელ რობერტ პარკერს, რომელსაც ალბათ წარდგენა არ სჭირდება. საგულისმოა, რომ 2009 წლის რეიტინგთან შედარებით, წელს ის ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა.

მეოთხე და მეხუთე ადგილები გაინაწილეს 57 წლის ამერიკელმა მწარმოებელმა მელ დიკმა (Mel Dick)და კომპანია Southern Wine & Spirits of America-ს ღვინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, 53 წლის აგრეთვე ამერიკელმა რობერტ სანდსმა (Robert Sands).

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული