Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩინური ბორდოს ექსპერიმენტი ჩავარდა

ბორდოს ღვინის დასახელებების ჩინურ ენაზე თარგმნასთან დაკავშირებული ექსპერიმენტი, რომლის შესახებაც ჩვენი გაზეთის წინა ნომერში ვწერდით, არ შედგა. Christie's-ის აუქციონის სახლმა, რომელიც ამ ჩანაფიქრის განხორციელებას გეგმავდა, გადაწყვიტა აღარ დააბნიოს ღვინის ბაზრის მოთამაშეები და უარი თქვას ბორდოს ჩინურ დასახელებებზე. Christie's-ის ჰონკონგის ოფისში განაცხდეს, რომ ეს თარგმანი ჩაფიქრებული იყო ბორდოსა და ჩინეთს შორის კავშირის გასამყარებლად, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ორგანიზატორების მოლოდინი არ გამართლდა და მათ საპირისპირო შედეგი მიიღეს. “ჩვენი ინიციატივა, რომელიც ღვინოების 1855 წლის კლასიფიკაციის ოფიციალურ თარგმანს უკავშირდებოდა, სამწუხაროდ, გარკვეულ გაუგებრობათა საფუძვლად იქცა ღვინის ბაზარზე. ჩვენ აღარ დავბეჭდავთ პლაკატებს ჩინური დასახელებებით და ღვინის წარმოებაში  საყოველთაოდ მიღებული  ტერმინოლოგიით ვისარგებლებთ,‘’ - განაცხადეს კომპანიაში. საიმონ ტემმა, Christie's-ის ღვინის განყოფილების ხელმძღვანელმა ჩინეთის განხრით, რომელიც ამ ინიციატივის - “ჩინური ბორდოს” ავტორი იყო, როგორც ჩანს, ვერ გაითვალისწინა სავაჭრო მარკების რეგისტრაციის სირთულე ჩინეთში. პრობლემა აღმოჩნდა ისიც, რომ ღვინის მწარმოებელ კომპანიათა უმრავლესობას საკუთარი ღვინის ოფიციალურ დასახელებასთან დაკავშირებული პრობლემები ბოლომდე გადაჭრილი არ აქვს. ბორდოელი მეღვინეები იმანაც დააბრკოლა, რომ ჩინურ ენაზე თარგმნის შემდეგ მათი ღვინოების დასახელებები უფრო გრძელი და რთული გახდება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული