Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩინური ღვინის წარმატება

ჩვენი გაზეთის წინა ნომრებში ვწერდით, რომ ჩინეთი აქტიურადაა ჩართული მეღვინეობის სფეროში მიმდინარე მოვლენებში. გარდა იმისა, რომ ჩინელებმა ბორდოს არაერთი სახელგანთქმული შატო შეიძინეს, ისინი ადგილზეც აწარმოებენ ღვინოს და, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ ხარისხიანსაც. სულ ახლახან კი ჩინური ღვინოები ლონდონში, Decanter Wine Awards-ის პრესტიჟულ კონკურსზე მედლებით აღინიშნა.

კონკურსზე წარმოდგენილი ღვინოების დეგუსტაციაში 200 პროფესიონალი მონაწილეობდა. მათ ჩინურ ღვინოს Helan Qingxue “Jia Beilan” 2009, 10 გირვანქა სტერლინგზე მეტი ღირებულების სეგმენტში აზიისა და ახლო და შორეული აღმოსავლეთის საუკეთესო წითელი ღვინის წოდება მიანიჭეს. კონკურსზე მედლით იმავე მარნის კიდევ ერთი ჩინური ღვინო აღინიშნა – 2008 წლის კაბერნე სოვინიონმა ვერცხლის მედალი დაიმსახურა. გარდა ამისა, ჩინური წარმოების ორი ღვინო სინძიან-უიგურის ავტონომიური რაიონიდან – Helan Mountain Classic Chardonnay 2008  და Helan Mountain Premium Collection Riesling ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული