Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩინეთის ღვინის ბაზარი - 2013

მარკეტინგული კომპანია Wine Intelligence-ს ანალიტიკოსებმა, რომლებიც ღვინის ბაზარს იკვლევენ, ჩინეთის ღვინის ბაზრის 2013 წლის მთავარი ტრენდები დაასახლეს. ექსპერტებმა ხუთი მთავარი მიმართულება გამოყვეს, მათ შორის არის ღვინის ინტერნეტით გაყიდვა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ დღესდღეობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ორი კომპანია - Yesmywineდა Tmall ღვინოს მხოლოდ ინტერნეტით ყიდის. ისინი ვარაუდობენ, რომ 2013 წელს ეს მიმართულება კიდევ უფრო განვითარდება. მეორე უმთავრესი ფაქტორი 2013 წელს ჩინეთის ღვინის ბაზრის განვითარებისათვის არის ფალსიფიცირებულ ღვინოსთან ბრძოლა. ამგვარი ღვინის გავრცელება ჩინელებს ნამდვილ უბედურებად ექცათ. ექსპერტების აზრით, ფალსიფიკაციასთან ბრძოლა კიდევ უფრო გააქტიურდება და მასში, ხელისუფლებასთან ერთად, კერძო კომპანიებიც ჩაერთვებიან. ფალსიფიკაციის პრობლემებიდან გამომდინარე ისახება ბაზრის განვითარების სხვა მიმართულებაც – ღვინის იმპორტის სტრუქტურის ცვლილება. მიუხედავად იმისა, რომ მდიდარი ჩინელები მეტად აფასებენ ბორდოს ელიტურ ღვინოებს, მათ საფუძვლიანი ეჭვი აქვთ, რომ საკმაოდ დიდ ფასად შეიძლება იყიდონ არა ორიგინალი, არამედ ნაყალბევი ღვინო. „ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ჩინურ ბაზარზე საფრანგეთი კვლავ დომინანტი ქვეყანა იქნება, თუმცა ბორდოს უპირატესობას მაინც საფრთხე ემუქრება,“ - აღნიშნავენ  Wine Intelligence-ს სპეციალისტები. ექსპერტები ასევე ვარაუდობენ, რომ მომავალში ჩინეთში იმპორტირებული ღვინის მომხმარებელთა რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და ეს ზრდა მოხდება მეორეხარისხოვანი, ნაკლებმნიშვნელოვანი და მცირედ დასახლებული ქალაქების მცხოვრებთა ხარჯზე. დღეს ჩინეთის ღვინის ბაზარი ძირითადად პეკინში, შანხაისა და გუანჯოუში ვითარდება, 2013 წელს კი ღვინის კომპანიები ყურადღებას შედარებით პატარა ქალაქების მცხოვრებთაც მიაქცევენ. თანამედროვე ჩინეთში უცხოური ღვინის მომხმარებელი დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი ანუ მოსახლეობის 1,5%-ია. Wine Intelligence-ს ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2020 წლისთვის ეს მაჩვენებელი, მეორეხარისხოვანი ქალაქების ხარჯზე, 80 მილიონამდე გაიზრდება. ანალიტიკოსები იმასაც აღნიშნავენ, რომ ახლო მომავალში ჩინელი ღვინის მწარმოებლები ღვინოს არა 750-მლ-იან, არამედ უფრო მომცრო ზომის ბოთლებში ჩამოასხამენ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კომპანიები ძირითად აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებენ, ისინი კი სიფრთხილით ეკიდებიან ამ სასმელს და დიდი ზომის ბოთლის ყიდვას ერიდებიან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.