Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

Carlsberg აზიური ბაზრით დაინტერესდა

ლუდის მწარმოებელმა კომპანია Carlsberg- მა გადაწყვიტა შეცვალოს რუსული ბაზრისადმი დამოკიდებულება და უფრო მეტად გაიმყაროს პოზიციები აზიურ ბაზარზე. Carlsberg –ის ფინანსურმა დირექტორმა იორნ იენსენმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 379 მილიონ დოლარად ჩინური ლუდსახარში კომპანიის Chongqing –ის აქციები შეიძინა. შედეგად, Carlsberg-ის წილი კომპანიაში 15,5%-დან 29,7%-მდე გაიზარდა. ამ ნაბიჯით დანიურმა ლუდსახარშმა კომპანიამ შეცვალა დამოკიდებულება ევროპის ბაზრისა და რუსეთის თუმცა დიდი, მაგრამ არასტაბილური ბაზრისადმი. როგორც იორგ იენსენმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, როდესაც კომპანიის გაფართოებასა და შერწყმაზე მიდის საუბარი, პირველ რიგში ყოველთვის განიხილება აზიის, კერძოდ კი ჩინეთისა და ინდოჩინეთის ბაზარი.
კომპანიის მონაცემებით ამ ეტაპზე აზიაზე გაყიდვების მხოლო 13% მოდის, რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში ეს მაჩვენებელი 44%-ს აღწევს, ხოლო დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპაში – 43%-ს. თუმცა იენსენი ოპტიმისტურადაა განწყობილი და იმედოვნებს, რომ უახლოესი ხუთი წლის მანძილზე აზიის ბაზრის წილი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

არქივი

თებერვალი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728291234