Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჭარხლისა და კარტოფილის წვნიანი

საჭირო მასალა: 350 გ ჭარხალი, 1 ცალი მოხარშული კარტოფილი, 1 ხახვი, 1 ს.კ. ზეთი, 750 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 100 მლ სქელი ნაღები, 3 ს.კ. იოგურტი, 1 ს.კ. მინერალური წყალი, 1 ნაჭერი პირშუშხა (5 სმ-სიგრძის), მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება: კარტოფილი, ჭარხალი და ხახვი დავჭრათ. სქელძირიან ქვაბში გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ დაჭრილი ბოსტნეული და საშუალო ტემპერატურაზე 5 წუთი ვშუშოთ. დავასხათ ბოსტნეულის ბულიონი და დავახუროთ სახურავი. წვნიანი 40 წუთი ვხარშოთ, შემდეგ კი გავატაროთ საცერზე ან ავთქვიფოთ ბლენდერით. წვენი ჩავაბრუნოთ ქვაბში, ჩავუმატოთ ნაღები და ერთხელ წამოვადუღოთ. ბოლოს დავუმატოთ მარილი, პილპილი, მინერალური წყალი, იოგურტი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული