Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

2023 წლის ქართული ღვინის ექსპორტის მიმოხილვა

ქართული ღვინო ბოლო წლების განმავლობაში უფრო და უფრო მეტ ახალ ბაზარზე გადის. საინტერესოა გასული წლის შეჯამება და წინა წლებთან სხვაობების აღმოჩენა, რაც კიდევ უფრო დეტალური ანალიზის საშუალებას მოგვცემს. 

2023 წლის რთველის მონაცემებით საქართველოში სულ 221,2 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, ღვინის წარმოების 92% კი ძირითადად კახეთის რეგიონზე მოდის. ჯიშების მიხედვით მთლიანი წარმოების 33%-ს რექაწითელი შეადგენს, 40%-ს საფერავი და დარჩენილი 27% კი სხვა ჯიშებზე ნაწილდება. 

ქართული ღვინის ექსპორტმა შეადგინა 91 მლნ ლიტრი, ხოლო შემოსავალმა კი 240,5 მლნ. დოლარი. საშუალო საექსპორტო ფასი 1 ლიტრი ღვინის იყო 2,66$. ღვინო მთლიანობაში გაიგზავნა 65 ქვეყანაში, რომელთა 47% იყო წითელი ტკბილი, 26% წითელი მშრალი, ხოლო 24% თეთრი. ქარვისფერი ღვინო ექსპორტის მხოლოდ 3%-ს შეადგენს. 

გასულ წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინო პოლონეთში გაიგზავნა, სულ 5 981 769 ლიტრი. პოლონეთში ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 13,4 მლნ. დოლარი შეადგინა. ქვეყანაში საშუალო საექსპორტო ფასი 2,24$-ია. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელთან შედარებით ექსპორტის რაოდენობა შემცირებულია 642 097-ით, სტატისტიკა მაინც მზარდია. 

პოლონეთის შემდეგ სიდიდით ყველაზე დიდი ბაზარია ჩინეთი, სადაც სრული ექსპორტის 24% მოდის. მას ბალტიის ქვეყნები მოჰყვება საექსპორტო წილის 19%-ით, შემდეგ კი აშშ და გერმანია. თანხობრივი გადანაწილებით ყველაზე მკვეთრი ზრდა გერმანიიდან ფიქსირდება, საიდანაც მიღებული შემოსავალი 41%-ით გაიზარდა შარშანდელთან შედარებით. ქართული ღვინის საშუალო ფასი კი ყველაზე მაღალი იაპონიაშია - 6,69$, რასაც შემდეგ აშშ მოჰყვება 5,72$, ამის შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი - 4,94$-ით, გერმანია - 4,31$, ბალტიის ქვეყნები - 3,42$. 

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებში ვკითხულობთ, ქართული ღვინის პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრებია აშშ, გერმანია, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ბალტიის ქვეყნები, ჩინეთი და იაპონია. 

აშშ-ი ქართული ღვინის ექსპორტის მიხედვით 56% წითელია, 30% თეთრი, ქარვისფერი კი 9%. ამასთანავე, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ 52%-დან 58%-მდე გაიზარდა “ახალი” განსხვავებული, ნიშური კატეგორიის ღვინის მომხმარებელთა რაოდენობა, რაც ქარვისფერი ღვინის მიმართ მზარდ ინტერესშიც გამოიკვეთება.

გერმანიაში ექსპორტის მიხედვით ყველაზე გაგზავნილი ღვინის ნახევარი, 50% წითელი მშრალი ღვინოა, 17% წითელი ტკბილი, ხოლო 12%-ია თეთრი. აქ ქარვისფერი ღვინის ექსპორტი აშშ-ზე ნაკლებია და 3%-ს უდრის. მნიშვნელოვანია იმის თქმაც, რომ გერმანიაში ალკოჰოლური სასმელების 74%-ს ლუდი შეადგენს, ღვინო კი 21%-ს. მოხმარების 45% თეთრ, 42% წითელ ხოლო 13% ვარდისფერ ღვინოზე მოდის. 

ჩინეთში ქართული ღვინო იმპორტირებული ღვინის ჩამონათვალში მეათე ადგილს იკავებს, კვლევის მიხედვით კი ექსპერტები 2027 წლისთვის 4,6%-ით ზრდას ელიან. ჩინეთში ალკოჰოლური სასმელების 79%, ისევე, როგორც გერმანიაში, ლუდს უჭირავს. 

მთლიანობაში, უნდა ითქვას, რომ დადებითი ტენდენცია გრძელდება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ისევ და ისევ, მეტი საექსპორტო ბაზრის ათვისებაა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული