Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საუბარი ვაზის დაყენებაზე სხვა და სხვა რიგათ

ილია წინამძღვრიშვილის წიგნიდან "ვაზის მოშენება"

ყველა ქვეყნის კუთხეს თავისი ჰავა და მდებარეობა აქვს. ჰავას და ალაგის მდებარეობას დიდი ძალ-მოქმედება და გავლენა აქვს როგორც სულდგმულზე, ისე მცენარეზე. ამ გარემოებით ვაზი ირგვება და იზრდება ისე, როგორც ჰავა და სავენახე ადგილი მოითხოვს.

სამძღვარ გარეთ, ევროპაში, იმის სხვა და სხვა კუთხეებში და ჩვენ კავკასიაში ვენახებს იმ რიგად აშენებენ, როგორც ადგილ-მდებარეობა და ჰავა მოითხოვს.

ჩვენ ჯერ შევისწავლოთ, გავიცნოთ ვაზის სხვა დასხვა რიგი გაშენება, რომელიც ევროპაშია მიღებული და შემდეგ შემოუაროთ ჩვენ სამშობლო ქვეყანას: ქართლს, კახეთს, იმერეთს, გურიას და აფხაზეთს; გავიცნოთ ამ კუთხეებში მოზარდი ვაზი, იმის ავ-კარგიანობა და აგრეთვე სხვა მხარენი ამიერ და იმიერ კავკასიისა.

ევროპის კუთხეები

ევროპია ირგვლივ ვაზის ძირით მოფენილია, გარდა იმ ალაგებისა, საცა ყინვა-სიცივე იცის. ზოგ ალაგას ვაზს ბუჩქად აგდებენ; ზოგგან  სამ რქას აძლევენ; რქებს ხეებზე აკრავენ; ზოგგან გაბმულად აყენებენ: ერთ ტოტს მეორე ტოტზე აბამენ; ზოგგან ჩვენებურად აკავებენ; ზოგ ვზს გასხვლით აკუნძავებენ და ზოგ ალაგას ხეივნებს მართავენ.

თუმცა ბევრ-რიგად, ბევრ სახით ვაზს ევროპაში აშენებენ, მაგრამ ჩვენ ყველა ვაზს თავი მოუყაროთ, ოთხ-გვარად შევჯგუფოდ და დავარქვათ იმათ სახელები: დაბლარი, მაღლარი, ტანათ-შუალა და კუნძოვანი.

დაბლარი

ვაზს დაბლა აყენებენ: ზოგგან ორ ციდაზე, ზოგგან -კი ერთ ადლზე. ორ ციდაზე სიმაღლით დაყენებული ვაზის ყლორტები მიწაზე ეშვება, ამისთვის თვითო რქას კავიან პალოზე აკავებენ. ვაზი რომ ასე არ დამაგრდეს, მაშინ მტევანი მიწაზე გეეპინება, მარცვალი მიწის სითბოთი მოიშუშება, მიწის სინესტით ყურძენი დალპება და მავნენიც მტევნებს გააფუჭებენ.

ერთ ადგილზე დაყენებული ვაზი, რასაკვირველია, მაღლა მიწაზე დგას. ვაზი რაც დაბლაა, ყურძენი იმდენად მალე და კარგად მწიფდება და ღვინოც კარგი სიკეთისა დგება. სიკეთე ვაზს მარტო იმითი-კი არ ეძლევა, რომ ის დაბლაა გაზრდილი, არამედ იმით, თუ როგორ იმას მზის სხივი ირგვლივ დაჰყურებს.

მაღლარი

ვაზს მაღლარათ იმ ადგილებში აყენებენ, საცა ცხელი ზაფხული იცის, მიწას ნოტიო მდებარეობა აქვს და გარშემო ტყით დაბურულია. ამისთანა ალაგებში ვაზი დაბლა რომ დადგეს, არ იგვარებს: ყურძენი გაფუჭდება, დალპება, შეახმება. მაღლარ ვენახებს სამხრეთ საფრანგეთში, იტალიაში, ისპანიაში აშენებენ; ჩვენში კი ქვემო იმერეთში და გურიაში, სადაც დაბურული ტყეები და ნოტიო ალაგებია.

მაღლარის გასაშენებლათ ტან-წვრილ ბუჩქნარ ხეებს რიგ-რიგათა რგვენ. ერთ ხეს მეორე ხეზედ ადლ-ნახევარზე აყენებენ. როდესაც ხეები იგვარებენ, მაშინ იმათ ძირში ვაზსა რგვენ. დარგული ვაზი წლითი-წლობით ტანს იყრის და ხეზე გადავა. ვაზი ხის სიმაღლე რომ გახდება, მაშინ იმას თავებს უკვეცენ. თუმცა ასე გაშენებული ვაზი ბევრ ყურძენს იძლევა, მაგრამ იმისი ღვინო უგემურია, ძალა-სიმაგრე ნაკლებათ აქვს.

ტანათ-შუალა ვაზი

ტანათ-შუალა ვაზს მიწის ზემოთ ოთხ ციდაზე აყენებენ და იმის ყლორტებს, რქებს ხისაგან შეკრულს უჯრებზე აკრავენ. ასე ვაზის გაშენება იქ არის მიღებული, საცა ქარი იცის და თრთვილსა სდებს. ასე გაკრულ ვაზს ქარი ვერა სძრავს, ვერ არყევს.

ტანათ-შუალა ვაზის ყურძნის ღვინო მაღლარზე უფრო კარგია, მაგრამ დაბალ ფეხის ვაზის ღვინო მაინც და მაინც იმაზე უფრო მაგარი და სასიამოვნო დასალევი ღვინოა.

კუნძოვანი ვაზი

მიწის პირათ რამდენიმე წელს ვაზსა სხლავენ, მინამ ვაზი დაკუნძავდება. დაკუნძავებულ ვაზს რამდენსამე რქას არჩენენ. თითო რქას ერთ-ორ-სამ კვირტზე აყენებენ. ამ წესზე ვაზის მოშენება ავსტრო-ვენგრიაში იციან, რადგან იქაურ ყინვა სიცივეს მარტო-მარტო დაკუნძავებული ვაზი უძლებს.

დაკუნძავებულ ვაზის რქები ორივე მხრივ გადაჰყავთ და ჩადგმულ ჭიგოზე აკავებენ, სიმაღლით, მიწის ახლო, ნახევარ ადლზე. აი სახე იმ ვაზისა:

ზოგჯერ გაბმულათ ვაზი მიჰყავთ: ერთი რქა დედა-ვაზისა სხვა დედა-ვაზის მეორე რქაზე გადაჰყავთ და ერთმანეთს აბამენ. აი ამ სახით:

ზოგან დაკუნძავებულ ვაზის რქას ჰხრიან და იმის წვერს მიწაში ურჭობენ, ამაგრებენ და მით უჭიგოთ გამოდიან:

ზოგჯერ ასე გადახრილი რქა მიწაში გაჰყავთ და იმის თავი მიწის მეორე მხარეს ამ გვარათ ამოჰყავთ:

ზოგ ალაგას ვაზს ისე ზრდიან, ისე მიწის ზემოთ აჰყავთ, რომ ტანი უსქელდება, უმაგრდება და თვითონ ხეთ ხდება. ხე-ვაზს ერთ ადლნახევარ სიმაღლეზე ზრდიან, მერე სხლავენ და ორ რქაზე აყენებენ. აი იმისი ნიმუში:

ზოგან ვაზს ხეივნათ აგდებენ. აი იმისი ნიმუში:

ზოგგან ვაზს ბუჩქათ ამ სახით იყენებენ:

ზოგგან ჩვენებურათ აკავებენ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული