Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"ქვევრებზე გადახურვა - მარანივით შემდეგში შემოსულა" - საინგილო

ყურძენი „ყარასავში“ სექტემბრის ოც რიცხვებში იკრიფებოდა, სხვა სოფლებში კი გვიან.

„ყურზენ დააკრეფელ (დასაკრეფ) დროზე ქევრევს რეცხენ“. ქვევრები ჩადგმული ჰქონიათ გარეთ, ახდილი ცის ქვეშ გრილოში. ქვევრებზე გადახურვა - მარანივით შემდეგში შემოსულა. ბევრ ქვევრს ერთად ქვევრ-მარან-საც ეძახიან.

დიდ ქვევრს შიგ ჩასულით ცოცხით (უწინ ყითოლ ჩიჩაქით, ტარით განაკეთევ რაიმითაც რეცხავდნენ), რეცხენ, პატარას - სარცხით. სარცხს ბალის ან ბალღუნჭი(ს) = (ბალღოჯის) ყაბუხით (ქერქით) აკეთევენ. ქვევრიდგან ნარეცხი წყლის ამოსასხმელათ „ტრიან გუბურას ყბა (ს) ვუჭრიან, ორ გზელ, წნელისისქე ჟოხს ამბენ ბაწრით - ერთს ქოშაითი ზირზე, მეორეს ყბაზე, აკეთევენ ხაპირს“.

სუფთა ქვევრს ორ-სამჯერ რეცხავენ, ავლებენ წყალს, ასხამენ (ამოსხმა) ჭუჭყიან ქვევრში მოდუღებულ ნაცარ-წყალს ასხამენ და პირზე სიპს ხურავენ, რომ შიგ ორთქლი დატრიალდეს, ცოტა გაციების შემდეგ რეცხავენ. ახალ ქვევრში, ან ისეთში, რომელსაც გემო ან სუნი აქვს, გარეცხვის შემდეგ ჭეჭას ჰყრიან, რომ  მომავლისთვის „გამაიმსნას, გემოი და სულ გოვდეს“. ზოგ სუნიან ქვევრს გარეცხვის შემდეგ პირღია სტოვებენ, სულ (სუნი) ომოქროვლდესავ“ „ჭეჭაი ჩანაყარ ქევრს ჭეჭაი ომოყრაში უწინ მოჰნაცრიდნენ (ნაცარს მააყრიდნენ), ზედ სიპს დაასარქლევდნენ, დააგდევდნენყ „წაღმიიბე“ (მომავალი წლისთვის). ქვევრების დარეცხვა - წყლის ამოსხმის შემდეგ ძირში ნარჩენ წყალს და „ხინჭო რაიმს წიჰწიბურაითი სახრის თავზე მობმული სუფთა ქსოვილით (სუფრით) ჰწმენდენ - ამშრალევენყ“. თუ ქვევრი გაბზარულია, „ქეჩიი ფიითი (თხის ქონით) ჰლესავენ“.

ამის შემდეგ ნავს აყენევენ ქევრზე (ნავ შაყენევაი), შიგ (ნავის გვერდების ძირში) აწყობენ ორ გრძელ ხეს (ლატანს). და ამ ხეებზე - მოკლეთ, ნავის სიგანის მიხედვით დაჭრილ „ყიტებს“ (ჩხირებს). „ყიტების“ მაგიერ უწინ უგებდნენ ტაპკირს (ტუპკირს - ნავზე მოწყობილი გრძელი ვიწრო ლასტი), ზედაითი კარაზანას, ანუ ჰჩადენ (მოჩადაი).

„ნავი(ს) ხროლში ვუგდევენ კოტოში (გუგრი) ტარით განაკეთევ ან ყოჩი ფეყი ტყავით განაკეთევ ლულუკს (ან სხვანაირათ წაპრისძაბრი).

ნავის შეყენება - მოჩადვის შემდეგ ჰკრეფავენ ყურძენს კასრებში და გოდრებში.

ყურძნის კრეფის დროს კარგ მწიფე-წითელ მტევნებს ცალკე არჩევენ „ჩაფარზე, ლასტზე დააფენილა ან ბირკის ფანჩხლიან ღეროითი განაკეთევ ბუხალივი(თ) რაიმზე დააკიდეველა -აკიდოი გააკეთეველა ზამთრიიბე“.

ყურძნის შესანახათ ჩაფარზე აყრიან კაკლის ფოთოლს, ზედ აწყობენ გადარჩეულ მტევნებს და ზევიდგან ისევ კაკლის ფოთლით ჰფარავენ.

გოდრებში, კასრებში დაკრეფილი ყურძენი მიაქვთ ურმით, სცლიან ნავში და ერთი ან ორი კაცი ხელში ბარის ტარით (პატარა ნიჩაფს ჰგავს, ბარის ტარი) ფეხით სჭყელტავენ. დროდადრო ბარის ტარით „ვუქცევენ, აბრუნევენ დანაჭყლეტს“, რომ შირაი (ტკბილი) ჩაიწუროს. ერთხელ ჩაყრილი ყურძნის დაჭყლეტვის შემდეგ „ჭეჭას ნავის მეორე, ამაღლებულ თავთან აგროვებენ და ახლა სხვა ყურძენს სჭყლეტავენ. დაწურვის მთელ პროცესს „ღვინოი ჩამოსხმას“ ეძახიან. „შირაითი“ ერთი ქვევრის ავსების შემდეგ „ნავ ქოშ ლულუკი ყბასთან უდოვენ (უდებენ) ნავჩას“ (თურქ.=ღარს) და „შირაი“ გადაჰყავთ სხვა ქვევრში.“

მთხრობლები: ბაგრატ გურგენის ძე მენთეშაშვილი, 56 წ., წიგნიერი (სოფ. ქვემო მაჩხაანი); ნიკო ვასილის ძე მეხრიშვილი, 82 წ., წიგნიერი (სოფ. ოზაანი); კოტე დავითის ძე კანდელაკიშვილი, 65 წ., წიგნიერი (სოფ. ქედი); ლევანა ნიკოლოზის ძე თანდაშვილი, 50 წ., უწიგნური (სოფ. ანაგა); თედო ოთარის ძე გველიკოშვილი, 62 წ., (სოფ. ვეჯინი) და სხვანი.

მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და წვრილი ხელოსნობის ისტორიისთვის

ტომი IV, ნაწილი III

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული