Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Ალტო ადიჯე - იტალიური ღვინის გამორჩეული რეგიონი

იტალიის შორეულ ჩრდილოეთში, სადაც ალპური პეიზაჟები და ძალიან ცხელი ზაფხული დაგხვდებათ, იტალიურ გემოვნებას ალტო ადიჯეს ღვინოებში აღმოაჩენთ, რომელიც საკმაოდ დიდი ღვინის კულტურის რეგიონია. 

აქ, ძირითადად, ქვიშიანი და ქვიანი რელიეფია, რეგიონს ტემპერატურის ფართო რყევებიც ახასიათებს, რაც ღვინოებს გრილ, ცინცხალ და სურნელოვან არომატებს სძენს. ბოლცანოში, ალტე-ადიჯეს იტორიულ ცენტრში იტალიის ყველაზე ცხელი ზაფხული იცის ხოლმე. აქ ხარობს ლაგრეინის ვაზი, კასტელ მარეკიოს გარშემო. ხილის, ცოცხალი, მეწამული ფერის ლაგრეინის ჯიშის ყურძნის ნამდვილი სამშობლო კი, როგორც დეკანტერის წლევანდელ, აგვისტოს ნომერში ვკითხულობთ, არის ტალვერას გაღმა მხარეში, გრიის სამეზობლო. Abazzia di Novacella-ს მონასტერი ალტო ადიჯეს მეღვინეობაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის 1142 წლიდან აქტიურია და მსოფლიოს უძველეს ღვინის საწარმოებს შორისაა. აქ, გრილ ისარკოს ხეობაში, ბოლცანოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, თეთრი ყურძენი ხარობს, კერნერი. სილვანერის ვაზის ჯიში კი ამ მარნის გამორჩეული ყურძენია, რომლითაც 2022 წლის დეკემბრისთვის ახალ ცქრიალა ღვინოს ელოდებიან. 

ისარკოს ხეობაში, როგორც დეკანტერიდან ვკითხულობთ, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინა ჰანეს აუგშოლმა, მეღვინემ, რომლის ღვინოები Muller Thurgau Pet-Nat-საც მოიცავს. ყოველ შემოდგომაზე ღვინის საწარმო ტორგელენის ფესტივალს მასპინძლობს, სადაც ისინი სახლში მომზადებული კერძებითა და ფერმაში შებოლილი ბეკონით უმასპინძლდებიან სტუმრებს. 

ისარკოს ხეობის სამხრეთით, წვერზე, როგორც ვკითხულობთ, Gump Hof-მა შემოიტანა სოვინიონ ბლანი ალტო ადიჯეში, რომელსაც პრაკვიზერების (Prackwieser) საგვარეულო მართავდა. მათ ღვინოებს განსაკუთრებულად ინტენსიური არომატები აქვთ. პრესულეს ციხესთან, ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე გაშენებული ვენახიდან კი პირველად მოსავალი 2021 წელს აიღეს. 

სქიავას აღორძინება

ალტო ადიჯეში კიდევ ერთი ახალგაზრდა მეღვინე, რომელმაც ახალი იდეები შემოიტანა, მარტინ რამოსია, სადაც სკიავას ვაზი გარს აკრავს ფერდობზე ლამაზ ეკლესიას, რომელთანაც ბოლცანოდან სენტ ოსვალდის საფეხმავლო ბილიკით თუ მოხვდებით. აქ ლაგრეინის ყურძენი ბუნებრივად ფერმკრთალ სკიავას ემატება. სკიავას ღვინო საუკუნეების განმავლობაში ამ რეგიონის მეღვინეობაში დომინირებდა, როგორც სუფრის ღვინო. ის მთავარი ყურძენია მერანოს ქვემო ზონაში, ბოლცანოს ჩრდილო-დასავლეთით და კალდაროში. როგორც ვკითხულობთ, რეგიონის “გული” და ცენტრი სწორედ რომ კალდაროა. იქ ხშირად ტარდება ღონისძიებები, ღვინის ფესტივალები და დეგუსტაციები, ძირითადად აპრილიდან - ნოემბრამდე. მათ შორისაა Kalterer Weintage “ღვინის დღეები”, ასევე პოპულარული ღონისძიებაა “ღვინო და სამზარეულო”, რომელიც პირველ ოქტომბერს იმართება ხოლმე. აქ შეხვდებით ისტორიულ ღვინის მუზეუმსა და საწარმოებს, მაგალითად Peter Solva-ს, რომელსაც ერთი საგვარეულო მართავს 10 თაობის განმავლობაში და საკმაოდ დასამახსოვრებელ ღვინოებსაც სთავაზობს სტუმრებს, მერლოს, კაბერნე-სოვინიონისა და ლაგრეინის ნაზავს - ამისტარს. 

მე-17 საუკუნის ღირსშესანიშნაობაა Castel Rinberg, რომელსაც ზღაპრული ხედები აქვს. აქ ადგილობრივებს ვენახში გაშენებული აქვთ Gewurztraminer-ი, რომლიდანაც სხვადასხვანაირი ღვინო იწურება. მანინკორის მახლობლად კი, სადაც გრაფი მაიკლ გეოსენცენბერგი (michael Goëss-Enzenberg) და მისი ცოლი მკვიდრობენ, კასრებს ძირითადად მამულში მოყვანილი ხისგან ამზადებენ და აყენებენ Mason Pinot Nero-ს, რომელიც ძალიან ელეგანტური და დახვეწილი ღვინოა. როგორც ვკითხულობთ, ალტე-ადიჯეში ბევრ ღვინოს Demeter-ის ბიოდინამიკური სერტიფიკატი აქვს, მათ შორისაა ძალიან მაღალი ხარისხის შარდონე და კაბერნე სოვინიონი - კაბერნე ფრანისა და მერლოს 140 წლიანი ისტორიული ნაზავით დაყენებული ღვინო  manincor winery-დან.

ალტო ადიჯე იტალიური ღვინის სცენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი რეგიონია, რომელიც ნამდვილად, აუცილებლად გააოცებს ყველა ღვინის მოყვარულ ადამიანს. სტატიას სრულად Decanter-ის აგვისტოს ნომერში გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული