Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ანონსი - 17 ნოემბერს, ღვინის კლუბში, ჯონათან ნოსიტერის ფილმის, Natural Resistance–ის ჩვენება

სამშაბათს, 17 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში, საქართველოს ღვინის კლუბი აწყობს ჯონათან ნოსიტერის ფილმის, Natural Resistance–ის ჩვენებას.

Natural Resistance ჯონათან ნოსიტერის ბოლო ფილმია, სადაც რეჟისორი უბრუნდება 2005 წელს, მის საეტაპო ფილმში - „Mondovino” და წიგნში - Liquid Memory - წამოჭრილ პრობლემას, თუ რა გავლენა აქვს გლობალიზაციას ღვინის წარმოებაზე მსოფლიოს მეღვინეობის ამა თუ იმ რეგიონში. მისი სიმპატიები ცალსახად იხრება ნატურალური, ხელქმნილი მეღვინეობისა და ტერუარების მიმართ. „ტერუარი“ კი მისთვის ის ცნებაა, სადაც ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი - ადგილი და გემო გადაიკვეთება. ნოსიტერისთვის ეკოლოგიური და ბიო მეურნეობა ფილოსოფიისა და ეთიკის სფერო უფროა, ვიდრე - გამოცდილება, რომელიც, თუნდაც, ევროკავშირის კანონმდებლობით შეიძლება დარეგულირდეს. ფილმმა - Natural Resistance - იტალიის აგროსფეროზე დიდი გავლენა იქონია.

დასაწყისი 19:00 სთ-ზე.
დასწრება თავისუფალია.



https://www.youtube.com/watch?v=A9W9Hqk6rwk

რა თქმა უნდა, ქართული თარგმანით.

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული