Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ღვინერი” - მცირე მარნების ანთოლოგია (88)

- როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

- ჩემს ოჯახს ჰქონდა პატარა ვენახი და ბავშვობიდან „ვმეგობრობ“ ვაზთან, ყოველთვის მინდოდა მქონოდა მარანი, სადაც შემეძლებოდა სხვადასხვა ღვინოების დაყენება, 2016 წელს დავიწყე ვენახების გაშენება, 2018 წელს ავაშენეთ მარანი, ამ ეტაპზე ვაწარმოებთ 5 სახეობის ღვინოს.

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

გაშენებული გვაქვს რქაწითელი, კახური მწვანე, ქისი, საფერავი და კაბერნე-სოვინიონი, ვგეგმავთ კახური მცვივანის და ხიხვის გაშენებას.

-  რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?
ვაწარმოებთ ქვევრის ღვინოებს, გარდა ამისა კლასიკურ და ვარდისფერ ღვინოებს. მარანში ვამუშავებთ მხოლოდ საკუთარ ვენახებში მოყვანილ ყურძენს, რომელიც არ არის დაბინძურებული სისტემური პრეპარატებით, რაც განაპირობებს ღვინის მაღალ ხარისხს და სიჯანსაღეს.

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- ჩვენი ღვინო სარეალიზაციოდ წარმოდგენილია „8000 მოსავლის“ ქსელში. ბაზარზე პორველად გამოვედით 2020 წელს „კახური მწვანეთი“.

- გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

- ამ ეტაპზე უცხოეთის ბაზარზე ჩვენი ღვინო არ გადის

-რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- სირთულეები ძირითადად გვხვდება ლაბორატორიებთან ურთიერთობისას, ბევრი ლაბორატორია არაზუსტ ანალიზებს აკეთებს, რის გამოც რთულია შესაბამისი ზომების მიღება. ყურადღება უნდა გამახვილდეს ასევე სამეცნიერო ლიტერატურის კუთხითაც, პირველ რიგში მევენახეობის მხრივ.

- თქვენი აზრით. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

- ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროში დასაქმებულმა ყველა ადამიანმა აწარმოოს მხოლოდ და მხოლოდ ნატურალური ღვინო, სამწუხაროდ ბევრი მათგანი ჯერ კიდევ ახდენს ფალსიფიკაციას, რითაც ხელს უშლის დარგის წინსვლას.

-  რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- დამწყებ მევენახე-მეღვინეებს ვურჩევდი არ შეუშინდნენ სიძნელეებს, სანამ ამ საქმეს ხელს მოკიდებენ კარგად გაითავისონ რამდენად რთულ საქმეს იწყებენ და აუცილებლად მიიღონ შესაბამისი განათლება, რის გარეშეც ხარისხიან პროდუქციას ვერ შექმნიან.

მარნის მისამართი: დედოფლისწყარო, სოფელი ხორნაბუჯი
ტელეფონი: 551135336
ელფოსტა: levani.tsakashvili@gmail.com
ვებ/ფეისბუკ გვერდი: gwinery.ge / Gwinery.ღვინერი

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული