Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მთავრობის განკარგულება კახეთის მევენახეობაზედ

ლ.ვ. ჯორჯაძის წიგნიდან “მევენახეობა და ღვინის დაყენება, კეთება და გაუმჯობესება...” ტფ. 1876.
 
კავკასიის მთავრობამ ბევრჯელ მოიწადინა კახეთის ვენახებისა და ღვინის გაუმჯობესობა და დაწინაურება იმ ფიქრით რომ კახეთშიაც დაეყენებინათ ზაგრანიცის თვისების ღვინო, ამისათვის დახარჯეს ფული უხვად, გააშენეს ფერმები და გააჩინეს შიგა კახეთისა და ზაგრანიცის სხვა და სხვა თვისების ვაზები, გამოიწერეს საფრანგეთიდამ მეღვინეობაში დახელოვნებულნი ფრანცუზნი და შეუდგნენ საქმესა, რამოდენსამე წელიწადსა გასწიეს შრომა და ბევრი იმეცადინეს, მაგრამ მათ ფრანცუზთა, არამც თუ დააყენეს ზაგრანიცის თვისების ღვინო, არამედ კახური ღვინოც არ გამოუვიდათ, ამისათვის რომ ყურძენს მოექცნენ ზაგრანიცის წესზედ, შემდეგ დაანებეს თავი და დაიკარგა ხარჯი, ერთი მათ ფერმერთაგანი უკანასკნელ დროში აშენებული ეხლაც არის თელავის უეზდში სოფ. კისისხევს ახლო, ეგრეთვე ბევრთ კახეთის მებატონეთა სცადეს და გასწიეს ხარჯი ფრანცუზების მევენახე კაცთა რჩევითა და თვით იგი ფრანცუზნი შრომობდნენ მაგრამ ზაგრანიცის თვისების ღვინო ვერ დააყენეს. და რომ კახეთის მევენახეობა არაოდეს არ ეთანხმების ზაგრანიცის მევენახეობასა, ეს მტკიცდება მით რომ, საქართველოში სხვა და სხვა ადგილებში დაგვისახლეს ევროპიდამ გადმოსახლებულნი კალონისტები (ნემენცნი) რომლებიც იყვნენ თავიანთ ქვვეყანაში დახელოვნებულნი მევენახეობაში და ღვინის გაუმჯობესობაში, იმ ფიქრით იგინი უჩვენებდნენ ქართველებსა მეურნეობის მაგალითსა და აწ ოცდა ათ წელიწადზე მეტი არის, რაც იგინი მუშაობენ საქართველოში თავიანთ ვენახებსა და ბევრმა მათგანმა ვაზიც ევროპიდამ გადმოიტანა, მაგრამ იმათ ვერც ზაგრანიცის თვისების ღვინო დააყენეს და ვერს სხვა ფრივ გააუმჯობესეს კახეთის ღვინო და მუშაკობა თავიანთ ვენახებისა, მისთვის რომ აქამომდე ვერ გამოიძიეს საქართველოს მდებიარობა ჰავა და ვაზისთვისება.
ამ ზემორე აღწერილის საწადელის და აზრის აუსრულებლობა იმისათვის მოხდა რომ როგორც ვსთქვია წინასიტყვაობაში (სტატია 1 და 2) კახეთის მევენახეობის და ღვინის გაუმჯობესობის საქმე ფრიად დაფარული და აუხსნელია, რომლის თვისება და გარემოება არამც თუ იცოდნენ ევროპიის ხალხთა, არამედ თვით კახეთის მამულის პატრონებმაც არ იციან, რომლის ახსნა შეუძლიან ხოლოთ კარგად ქიმიის მცოდნე კაცსა და მეღვინეობაში გამოცდილს და დახელოვნებულსა, მაგრამ ამ გვარნი კაცნი თვით ზაგრანიცაშიაც ცოტანი არიან და რუსეთში უფრო საიდამ იქმნებიან და თუნდა იყვნენ ქიმიაში დახელოვნებულნი, იმათ არც ექმნებათ შემთხვეა ვენახებისა და ღვინის გამოძიებისა, რადგაც რუსეთში ვენახები არალის და თუნდა იყოს, იქაური ვაზის და ნიადაგის თვისებას განსხვავება აქვს კახეთის ვაზის ნიადაგის თვისებასთან. - (სტატია 143).
ყოველი გვარი მეორნეობისა, და საქმის ასხნა, გამოძიებით ადვილათ შეიძლება გარდა ვენახებისა და მეღვინეობისა, ამისათვის კარგათ ხიმიაში და მევენახეობაში გამოცდილს და დახელოვნებულ კაცსა, მაშინ შეუძლიან სწორეთ გამორკვევა საქმისა გამოძიებით მევენახეობისა და მეღვინეობისა, როდესაც იგი ადგილობრი იწყებს შრომასა და გამოძიებასა, უგდებს ყურს და შენიშანვს – ერთს ხუთ წელიწადს მაინცა, თორემ ერთის გზობით ანუ შორიდამ, სწორე გამოძიებას ვერ მოახდენს, მეტადრე ერთსა და იგივე ადგილში. მაინც ყოველ გვარ შემთხვევასი კახეთში არაოდეს არ დადგება ზაგრანიცის თვისების ღვინო, სადაცა ჰავა, მდებარეობა, ნიადაგი და ვაზის თვისება განსხვავებული არის, ჯერ ჩვენშიაც, რომ სხვა და სხვა უეზდში, სხვა და სხვა სოფლეში და ერთსავე იგივე ადგილს, სხვა და სხვა ვენახისა სხვა და სხვა ღვინო დგება, მაშასადამე რამოდენსამე ათას ვერსზედ განშორებული ზაგრანიცის ღვინო ჩვენი ქვეყნის ღვინოს როგორ ეთანხმების ანუ ეშესაბამის, ხოლოთ უკეთუ იქმნება ქიმიის მცოდნე კაცი და დახელოვნებული მევენახეობაში და ადგილობრივ გამოარკვევდა გამოძიებით კახეთის ვენახების ნიადაგის და ვაზის თვისებისა და მათის გაუმჯობესობის ნაკლულოვანობასა, ამით ეს მოხდებოდა რომ ღვინოები ერთი ორად გაუმჯობესდებოდა კახეთისა და წავიდოდა წინ, ხოლო კახეთისავე ღვინის ბუნების წესზედ, და ვინიცის რომ მაშინ ზაგრანიცის ბუნების ღვინოსაც არ დაემჯობინებოდა (სტატია 143).
რადგან საქართველოში არ გვყვანან ქიმიაში და მევენახეობაში დახელოვნებულნი კაცნი, ეს მტკიცდება მით რომ, მთავრობის შრომამ და ხარჯმა ფერმებზედ უქმად ჩაიარა და ვერ გააუმჯობესეს კახეთის მევენახეობა და მეღვინეობა; და უკეთუ ყოფილიყო მცოდნე კაცი, მაშინ ჯერ უნდა გამოეძია კახეთის ბუნება, ნიადაგი, ვაზისა და ყურძნის თვისება, და შემდეგ ფერმების აშენებას შესდგომოდნენ და რადგან გამოუძიებრივ ააშენეს ფერმები და საფრანგეთის მეღვინეებმა იწყეს შიგ მევენახეობა, თავიანთ საფრანგეთის ბუნების კვალობაზედ, ამისათვის მათ ვერა გამოიყვანესრა ვერც ზაგრანიცის ღვინო და ვერც კახური და ან როგორ შეიძლებოდა მიბაძვა ზაგრანიცისა. სადაც ვაზი არის გაჩენილი კაცისაგან ძალით და საქართველოში კი თვით ბუნებას მოჰყავს ვაზი, მაშასადამე ღვინოც კახეთისა არის ბუნებითი და ზაგრანიცისა ძალით გაკეთებულია (фабрикованний) უთანხმოთ იქაურის ბუნებისა, - მაშასადამე კახელებს დაშთათ ისევე საზრუნველად რომ თავიანთ მევენახეობა და ღვინის გაუმჯობესობა დააწინაურონ ისევე თავიანთ გამოცდილებით, შენიშნულობით და ყურის გდებით (სტატია 143).
 
პუბლიკაცია ხორციელდებაღვინის კლუბისსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული