Home
ქართული | English
ოქტომბერი 2018
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

მულტიმედია

კომენტარები

საახაწლო ლაბასხმული “გედის ტბა”

საქონლის ენა გარეცხეთ, დაასხით ცივი წყალი და ხარშეთ 2-4 საათის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. ხარშვის დასრულებამდე 1 საათით ადრე ჩაამატეთ მარილი, სტაფილო, ხახვი, 10 წუთით ადრე – დაფნის ფოთოლი. მოხარშულ ენას გადაავლეთ ცივი, გამდინარე წყალი, მოაძრეთ კანი, ხელახლა ჩადეთ ბულიონში, მიიყვანეთ ადუღებამდე და კიდევ ადუღეთ 5 წუთი. ენა დაჭერით ნაჭრებად და დაალაგეთ დიდ სინზე.

ბულიონის გასაღიავებლად (ეს არ არის აუცილებელი – შეგიძლიათ უბრალოდ დაწუროთ) კვერცხის ცილა გათქვიფეთ, შეურიეთ ნახევარ ჭიქა გაგრილებულ ბულიონს და ძაბრით ჩაასხით მდუღარე ბულიონში, თან ურიეთ. როცა ცილა მოიხარშება, გადაწურეთ. წინასწარ დამბალი ჟელატინი ჩაასხით ბულიონში, მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით ცეცხლიდან. ბულიონი მოასხით სინზე დალაგებულ ენას და დადგით ცივ ადგილზე.

პროდუქტები მოსართავებისთვის:

4 ც. კვერცხი
პატარა თავი ხახვი
მოხარშული (უკეთესია ნახევრად მოხარშული) სტაფილო
კამა
ოხრახუში
ხსნადი ან დაფქული ყავა
პილპილის მარცვლები(რაც შეიძლება პატარა ზომის)
პიტნისა და ბაზილიკის ფოთლები
მწვანე ნიორი

ლელქაში – აიღეთ კამის ყველაზე ძლიერი ღერები, ბოლოში დაამაგრეთ მაგარი ცომი და მიეცით ლელქაშის ფორმა. შემდეგ ცომი ოდნავ დანამეთ და ამოავლეთ ყავაში. ლელქაში მზადაა – გამოვიდა ძალზედ რეალისტურად.
შროშანები – ხახვის პატარა თავი გადაჭერით ისე, რომ მისცეთ ყვავილის ფორმა. ყოველი ფენა შეაბრუნეთ 30 გრადუსით, მიიღებთ ყვავილს. შუაში ჩადეთ წვრილად დაჭრილი სტაფილო. ყვავილის გვირგვინები მზადაა.
გედები. 2 ცალ კვერცხს ჩამოჭერით თხელი ფენა, რითაც “ტანს” მიეცემა საშუალება მყარად გაჩერდეს ზედაპირზე. ჩამოჭრილ ნაჭერს მიეცით კუდის ფორმა ისე, როგორც ნაჩვენებია სურათზე (შეგიძლიათ ჩართოთ ფანტაზია).
დანარჩენი 2 კვერცხიდან გამოჭერით კისერი და ფრთები. სტაფილოსგან გამოჭერით “ნისკარტი” და ჩაამაგრეთ ჩხირით. ყველაზე პატარა პილპილის მარცვლები იქნება თვალები. სანამ ჩასვამთ თვალებს, ცილა გახვრიტეთ ჩხირით. იგივე გაიმეორეთ მთელ “კონსტრუქციაზე”, ყველა ნახვრეტზე იხმარეთ ჩხირი, რადგან ცილა ადვილად იმტვრევა და საჭიროა სიფრთხილე. კისერი ჩაამაგრეთ ჩხირზე, მეორე მხრიდან ჩაამაგრეთ “ტანზე” დახრილად. ტანზე ჩაჭერით 3 ჯიბე – 2 ერთმანეთის პარალელურად სიგრძეზე, ერთი კი – გარდიგარდმო კუდისთვის. ყველაფერს ვამაგრევთ თავთავის ადგილზე. “თათები” ამოჭერით სტაფილოსგან.
კამით ვაკეთებთ ნაპირისა და ბალახის იმიტაციას. მწვანე ნიორი და “ლელქაში” ჩაარჭეთ გაყინულ ლაბაში, თუ ვერ აჩერებთ – ხორცის ნაჭერში ჩაარჭვეთ კბილის საჩიჩქნი ჩხირი და შემდეგ ჩაამაგრეთ “ლელქაში”.
© gurmani.com.ge
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.