Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის გავრცელება კახეთში

 
ლ.ვ. ჯორჯაძის წიგნიდან “მევენახეობა და ღვინის დაყენება, კეთება და გაუმჯობესება...” ტფ. 1876.
 
ამ ორმოცი წლის წინათ, კახეთში არ იყო ასე გავრცელებული ვენახები როგორც ეხლა არის, ასე რომ როგორც კახეთშია ეგრეთვე სრულიად საქართველოში სადაცა სოფლებში არ იყო სრულიად ვენახები და არ იცოდნენ ვაზის მუშაკობა, იმ ადგილებშიაც კი გააშენეს ვენახები; უწინ ჰქონდათ კახეთში პატარა მამა-პაპეული ვენახები, რომლებშიაც იდგა ხშირი ვაზები და, რომლებსაც აყრიდნენ ბლომათ სასუქსა და ამას გარდა შიგა და შიგ ვაზებშია იდგა ხშირი ფურცელი ესე იგი თუთის ხე ჭიის აბრეშუმის სახმარებლად და ეგრეთვე სხვა და სხვა ხეხილის ხეები, რომლებზედაცა ეგრეთვე იყო აშვებული ვაზები, და ეს ნამსუქანი და ნაპატიევი ვაზები იმდენ ყურძენს ისხამდა და იძლეოდა იმოტოლა ღვინის მოსავალსა რომ, პატრონები თავიანთ მარნებში სამყოფს ჭურჭელს ვეღარ შოვობდნენ ღვინის ჩასასხმელად; მეტადრე ზოგიერთ ხეზედ აშვებული ვაზიდამ, ჩამოჰკრეფამდნენ ოც გოდრამდის ყურძენსა ერთი ვაზის ძირიდამ, და რასაკვირველია რომ პატარა ვენახსა დიდი ღვინოს მოსავალი გამოვიდოდა. უწინდელი ორი დღიურის ვენახის გამოსავალი, ეხლანდელს ექვსი დღიურის ვენახის გამოსავალს უდრიდა, ხოლო უწინდელსა და ეხლანდელს ღვინის თვისებას დიდი განსხვავება აქვს, ესე რომ: უწინ კახეთში, ზოგიერთი სოფლების ღვინო იყიდებოდა ურემი ხუთ თუმნათა და ზოგან არა მომატებულად ცხრა და ათის თუმნისა, მაშინ როდესაც ეხლა იმ ადგილების ღვინო იყიდება ოცი თუმნიდამ ვიდრე ოცდა ათ თუმნამდე და ხან და ხან ამაზედ მეტათაც. ამგვარი ცვლილება მოსავლის და ღვინის ფასისა, ამ დროებაში მამულის პატრონებს უკვირთ და ამბობენ, რომ როდესაც ღვინოს ფასი მოემატაო ეხლა მოსავალი აღარ მოგვდისო და მოუსავლობას მიაწერენ, წლის ამინდსა და სხვა და სხვა გარეშე მიზეზებსა, ღვინის თვისებაზედ კი არა აქვსთ გარჩევა, და ამ გვარად ნამდვილი მიზეზი უწინდელი და ეხლანდელი ღვინის მოსავლისა და იმის ფასისა არის მათში აუხსნელი და დაფარული, მაშინ როდესაც ეხლანდელი ნაკლები მოსავალი ღვინისა და იმის ფასის მომატება და ეგრეთვე ღვინის თვისების ცვლილება, მიეწერება არა ეხლანდელ დროებას ანუ ჰავასა, არამედ იმასა რომ, როგორც ზემორეთ სწერია, დიდათ ნამსუქნი და ნაპატიევი მამულისა ხშირი ვაზი იძლეოდა ბევრს ყურძენსა, და ეგრეთვე რაც ერთი ძირი ხეზედ აშვებული ვაზიდამ ყურძენი ჩამოიკრიფებოდა, იმტოლა ყურძენი ორმოცი ძირი ვაზიდამ არ მოიკფირებოდა, ამის გამო გამოდიოდა თუმცა დიდი მოსავალი, მაგრამ დაბალი თვისების ღვინო დგებოდა, ამისათვის რომ სასუქი არაოდეს არ მოასხმევინებს ვაზსა იმისთანა ყურძენსა რომ კარგი ღვინო დააყენოს, ხოლოთ წვენი კი ბევრი ექმნება, ამას გარდა სიხშირისა გამო ვაზისა და იმათში ხეხილის ხეებისა, ვენახში იდგა ჩრდილი, რომლისა გამო ყურძენი არ იწეოდა კარგათა და გამოდიოდა მჟავე წვენი, ამ მიზეზებისა გამო მოდიოდა უწინ დიდი ღვინის მოსავალი და მდარე თვისებისა.
 
როგორც ეხლა არის საქართველოში გავრცელებული ვენახები, უწინ არც მეათედი ნაწილი იყო ამ ზომისა, ხოლოთ ეხლა რომ ნაკლები მოსავალი მოდის და ღვინის თვისება კი გაუმჯობესდა, აი რისგან მოხდა: კახეთში სადაც კარგი თავი ღვინოები დგებოდა მამა-პაპეული ძველი ვენახებისა, კარგი ნიადაგის და მდებარეობის შემწეობითა და ღვინო კარგს ფასად იყიდებოდა, იმ ადგილებშია იწყეს ახალი ვენახების გაშენება, ამ ახალი ვენახების ღვინო უფრო კარგი დადგა ძველი ვენახების ღვინოზედა, რასაკვირველია რომ ამ შემთხვევასა ახალი მოუღლელი მამული დიდ შემწეობას მისცემდა ვაზსა, მაგრამ ამას გარდა, რადგან ახალი ვენახები იყო გაშენებული მინდვრად მარტივად რომლებშიაც ჯერ არ იყო ვაზი გახშირებული და არც იდგა შიგა ხეები და არც ჰქონდა შეყრილი სასუქი, იმით ხალხი მიხვდა მნიშვნელობასა რომ ჩრდილის ვაზი და სასუქ შეყრილი არ იძლეოდა კარგ ყურძენსა, ამისათვისა მიჰყვნენ და ვენახებში ვაზებშია რაც ხეები იდგა სულ გადასჭრეს და მარტივად ვაზები დააგდეს, სასუქიც ბევრი აღარ ახმარეს, უჯიშო ვაზები, რომლის ყურძენი კარგ ღვინოს არ იძლეოდა გადასჭრეს და ამ მოქმედებით ღვინო უფრო კარგი თვისებისა დაუდგათ, ამისათვისა ყველგან იწყეს ვენახების გავრცელება, მამა-პაპეულ პატარა ვენახებსა, შეუმატეს ცარიელი ადგილები, გაადიდეს ვენახების ადგილი, ჩაყარეს ვაზები და ეგრეთვე იწყეს და გააშენეს სხვა ადგილებშია ახალი ვენახები და მით იწყეს ღვინის გაუმჯობესობა, ხოლოთ ამ ვენახების გავრცელების ნაკლულოვანება ეს მოუხდათ რომ რადგან არ იყვნენ გამოცდილნი ვაზისათვის სასარგებლო ნიადაგების ცნობაში, ამისათვის სავენახე ადგილები ბევრმა ვერ აურჩივა იმისთანა როგორსაც ვაზი საჭიროებდა კარგი ღვინის მოსაცემათა, იმისთანა ნიადაგზედ გააშენეს ვენახები, რომელიც ვაზს არ აგვარებს კარგათა, ესე იგი ახმობს, აძრობს და სხვა და სხვა სნეულებას უჩენს ვაზსა და არც იმისთანა თვისების ღვინოს აყენებს, როგორიც მოდის სხვა ადგილებში იმავე ვენახების მახლობლად. უკეთუ კარგათ შეენიშნავთ, ძველი მამა-პაპეული ვენახები იმისთანა სასარგებლო ნიადაგებზედ არის გაშენებული რომ იმ ადგილების ღვინო ყოველთვის კარგი დადგება, ვაზი ფრიად კარგათა გვარობს და რამოდენიმე საუკუნე მიდის რომ იმ მამულის ძალა არალის ჯერაც მოღლილი; მაშინ როდესაც, შემდეგ იმისა გაშენებული ახალი ვენახების მამულები მოიღალა და ვაზებიც უკან მიდგა. ამას გარდა ბევრმა თუმცა დიდი ადგილები შემოღობეს ვენახებათა, მაგრამ ვაზი კი თხლათა და ძალიან ცოტა გააჩინეს და ვეღარ გაავსეს, ზოგმა უწინდებურათ ისევე ხეხილი გააჩინა ვაზებში, სასუქს აღარ აყრიან რადგან იციან რომ ის ცუდ გემოვნების ღვინოს დააყენებს და არ იციან ნაცვლად სასუქისა რით უნდა მისცენ პატივი მოღლილ მამულსა და ვაზსა, ამ მიზეზებისა გამო არ მოსდი იმოტოლა ღვინის მოსავალი რამდენი ზომისაც აქვს ვენახები, ღვინო კი უწინდელზედ უფრო კარგი თვისების უდგებათ.
 
ამ ახალმა ვენახებმა იქამდის აუხსნათ მამულის პატრონებს დაფარული და გაუგებელი საქმე რომ ეხლა ზოგიერთს იმ სოფლებში სადაც არ დგებოდა კარგი ღვინო, ახლა იქ უფრო კარგს ღვინოს აყენებენ ვიდე იმ სოფლებში სადაც უწინ საქებური ღვინოები დგებოდა, მაშასადამე კახეთში თუმცა ღვინის გაუმჯობესობაზედ ხალხი აღარა დგას ანბანზედ, მაგრამ მაინც ჯერ ბევრი უკლიათ მატე-მატიკამდე.
 
ღვინის გაუმჯობესობაზედ კახელები არ უნდა იყვნენ იმედ დაკარგულნი, ამისათვის რომ იგი შესაძლებელი საქმე არის უკეთუ თავს დაუდებენ, და მაგალითიც თვალ-წინ უდგათ. თელავის უეზდში სოფ. ზემოხოდაშენში არის იმენია ყმა და მამული საბერძნეთის ათონის მღვთიშობლის მონასტრისა ლევან მეფისაგან შეწირული. ამ იმენიასა გამგებლობენ იმ მონასტრის ბერები, რომლებიც იცვლებიან ათას წელიწადში ერთხელ, ამ იმენიის ვენახის ღვინო იყიდებოდა წინათ 200-დამ ვიდრე 300 მანეთამდის ერთი ურემი. ამ უკანასკნელ დროში მოვიდა ათონის მონასტრიდამ ერთი ბერი ამ იმენიის გამგებლათა, და ამ ბერმა იქამდის გააუმჯობესა იმ იმენიის ვენახის ღვინო რომ ყოველ წლივს ჰყიდდა ერთს ურემსა 800, 900 ვიდე 1000 მანეთამდისა, ამაზედ ნაკლებ ფასად იმას არაოდეს არ გაუყიდნია და არც მისცემდა უკეთუ ნაკლებ ფასს შეაძლევდნენ და შეინახამდა მეორე წლისთვისა, ღვინის წახდენისა არც ეშინოდა და არც უხდებოდა და უფრო კეთდებოდა ძველი ღვინო ორისა და სამი წლისა, მაშასადამე კახური ღვინის შენახვა ქვევრშია და გაუმჯობესება მისი, ადვილათ შეიძლება, ვინც კი შეუდგება ამ საქმესა გულმოდგინეთ, რომელიც გვიჩვენა ნათლათა ერთმა უცხო ქვეყნის ბერმა. ეს იმენია პირველს იანვრიდამ 1874 წელსა გადავიდა საზოგადო სახელმწიფო ინტერესშია, რომლისა გამო ჩააბარეს ადგილობრივ პოლიციის მთავრობასა, ეხლა არალის ეჭვი რომ იმ იმენიის ღვინო გაიყიდება კიდევ ძველ წესზედ ურემი 200 ვიდერე 300 მანეთათა, ბერძნის ღვინო იყო ნამდვილი კახური უფაბრიკაციო. ხოლო მარანი ისე ჰქონდა მოწყობილი რომ შესანიშნავი იყო შესანახათ ღვინისა.
 
 
 მშობელი მამული ევროპიის სორტების ვაზებისა ითვლება პატარა აზია, საიდგანაც არის თავდა პირველ გადატანილი და გაჩენილი ვაზები ევროპაში, და შემდეგ თან და თან იწყეს გადატანა საქართველოდამ კარგი ჯიშის ვაზების რქებისა და მით გაუმჯობესობა თავიანთ ვენახებისა. რამთვენ ნაირი ჯიშიც ვაზიც არის ევროპაში, ისინი სულ საქართველოდამ არის გადატანილი, ხოლოთ იქაურის განსხვავებულის ადგილის მდებარეობით და ჰავით, გადაგვარებული არის თვისება ვაზებისა და ყურძნისა, მაგალითად: ამ ახალ დროებაში საქართველოდამ გადაიტანეს საფერავის ვაზი, მარამ მაინც კიდევ გადაგვარდა და იქაური თვისება მიიღო, სადაცა არა აქვს ის საღებავი და არც ღვინოსა ღებამს წითლათ ისე როგორც საქართველოში და იქაური საფერავის ყურძენი ხოლოთ ნარინჯ ფერს აძლევს ღვიინოსა.
 
თუმცა ისტორიული ცნობა არა არისრა, მარამ ეჭვი არალის იმაზედ რომ ყველა ქვეყნებზედ წინ იყო შემოღებული საქართველოში მევენახეობა და მღვინეობა და თვით ნოემაც გამოსვლის უმალ კიდობანიდან შემდეგ წარღვნისა, აქ აზიაში იწყო მუშაკომა ვაზისა. ძველადგა საქართველოს მეფეების დროს უპირველესად ითვლებოდა ღვინოები: გორის უეზდში კ ა ს პ ი ს ა და შემდეგ ა ტ ე ნ ი ს ა; თელავის უეზდში: ახმეტისა, წინანდლისა, მუკუზანისა კონდოლისა, შემდეგ ყვარლისა, უთაურესი თვისების ღვინო ამ სოფლებისა იყო
 
მიხედულობისა გამო მისისა, რომ ზაგრანიცაში კარგი თვისების ღვინოები დგებოდდა და ძვირფასად იყიდებოდა, ამისათვის 1848 წელში, კავკასიის ნამესტნიკის შემწეობით, ზოგიერთმა საქართველოს მებატონეთაგან გამოიწერეს ევროპიდამ და ზაგრანიციდამ სხვა და სხვა ჯიშის ვაზები და გააჩინეს კახეთის ვენახებში იმ ფიქრით რომ გააუმჯობესონ თავიანთი ღვინოები, და ის კი აღარ წარმოიდგინეს რომ ზაგრანიცა არ იყო მშობელი მამული ვაზისა და იქ იყო გადატანილი და ძალათ დიდის შრომით გაჩენილი ვაზი საქართველოდამ, მაშასადამე ის ვაზები ისევე აქაურს თვისებას მიიღებდნენ და გადაგვარდებდნენ და არ დარჩებოდნენ ზაგრანიცის ბუნებაზედ. ამ გვარის მოქმედებით, კახეთის საუბედუროთ, მოხდა ეს შემთხვევა რომ იმ დროსა ზაგრანიცაში იყო გაჩენილი ვაზის სნეულება დანაცვრითა, რომელიც გადმოჰყვა იქიდამ მოტანილ ვაზებსა და გაჩნდა საქართველოში, სადაცა ეხლაც არის გავრცელებული ეს სნეულება და ვერ მოიპოვეს ღონის ძიება მოსპობისათვის ამ სნეულებისა. ამ გვარი შეცდომა ზაგრანიცაში თვით საფრანგეთს დაემართა ორჯერ მაგალითად: ვაზის სნეულება დანაცვრით, თავად პირველ იყო გაჩენილი იტალიაში, საიდგანაც გადმოიტანეს საფრანგეთში ზოგიერთი ჯიშის ვაზები და გააჩნიეს. ამ ვაზებსა გადმოჰყვა ნაცრის სნეულება იტალიიდამ და გავრცელდა საფრანგეტში სადაც ეხლაც არის ეს სნეულება და უწოდებენ იტალიის ვაზის ავათმყოფობას (Итальянская болезнь) ეგრეთვე ამ უკანასკნელ დროში გადმოიტანეს საფრანგეთში ამერიკიდამ ზოგიერთი ჯიშის ვაზი და გააჩინეს, ამ ვაზებს გადმოჰყვა ერთი სხვა გვარი სნეულება ასეთი რომ ზამთარ ზაფხულ საღი ვაზის ხე სქდება, იქარება და ხმება. ეს სნეულება გავრცელდა საფრანგეთში 1872 წლიდამ, რომელიც ბევრს ვენახეს ახმობს და იმისი საშველი ღონის ძიება ჯერ ვერა ამოაჩინეს რა და უკეთუ მოკლეს დროში ვერა იპოვეს საშველი ამ სნეულებისა, მაშინ საფრანგეთში ვენახი აღარ გადარჩება გადაუხმობი და სულ მოისპობა ვაზი.
 
პუბლიკაცია ხორციელდებაღვინის კლუბისსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული