Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ყველაზე მოთხოვნადი ღვინოები

wine searcher-მა გამოაქვეყნა სტატია მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ღვინოების შესახებ. როგორც აღმოჩნდა, მონაცემები მუდმივად იცვლება. გასული წლის  ძიების შედეგები  წინა წლებისგან განსხვავდებოდა. მაგალითად, პინო ნუარი-ს ძიება wine searcher-ის საძიებო ველში სტაბილურად იზრდებოდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, თუმცა, მიუხედავად ამისა, ყველაზე მოთხოვნად ტოპ ათეულზე პინოთი დაინტერესება გავლენას საერთოდ არ ახდენს. სტატიის  მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი ღვინოების ასეულში 13 პინო ნუარია, ყველა ბურგუნდიიდან. როგორც ჩანს, შარდონეს შემთხვევაც მსგავსია. უფრო და უფრო  მეტი ადამიანი ეძებს შარდონეს, თუმცა მხოლოდ ორი შარდონეა ტოპ 100-ში და ორივე ბურგუნდიიდან,მათ შორის ყველაზე პოპულარული კი 87-ე ადგილს იკავებს.

ტოპ ასეულში არაყს უფრო მეტს შეხვდებით, ვიდრე სოვინიონ ბლანსა და რისლინგს.  საიტზე 250 მილიონ წლიურ ძიებაში ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვებია წითელი, ბორდო და შერეული. ტოპ 100 ღვინოებიდან, მაგალითად, 51 წითელი ბორდოს შერეული ღვინოა. ასეულში მხოლოდ 17 ერთჯიშიანი ღვინო თუა, ისინიც, ძირითადად, ბურგუნდიიდან.

წინა წლებში ყველაზე მოთხოვნადი სასმელების სიაში საკმაოდ ბევრი იყო ვისკი, თუმცა წელს მხოლოდ 13 ვისკი, კონიაკი, არაყი და რომია. როგორც ჩანს, საზოგადოების ინტერესი ღვინის მიმართ გაიზარდა იმის გათვალისწინებით, რომ ორი წლის წინ ათეულში ნახევარზე მეტი ვისკი იყო. სიის ნახვა შეგიძლიათ აქ.

ეს სია შარშანდელი წლისგან დიდად არ განსხვავდება. მუტონი დანარჩენებზე საკმაოდ წინაა (ისე, როგორც ეს გასული ათწლეულის განმავლობაში იყო),  დომ პერინიონმა მეორე ადგილი დაიბრუნა, DRC კი, როგორც ჩანს, ტოპ ათეულში დაბრუნდა. სტატიის მიხედვით, საინტერესო განსხვავება კრიტიკოსთა ქულებში უფროა. მუტონის ქულა ერთით გაზაირდა, ისევე, როგორც შატო მარგოს და ჰოტ-ბრიონის. DRC-ის ქულამაც შთამბეჭდავ 98-ს მიაღწია. როგორც ავტორი წერს, ეს, გარკვეულწილად, გასულ წელს კრიტიკოსთა რაოდენობის ზრდის გამოა.

არც თუ ისე ცოტა  ღვინის საშუალო საცალო ფასი, მათ შორის  Mouton, Lafite და Margaux-სი,   მცირედით შემცირებულია (2 %-ით საშუალოდ). Latour-ის ფასი კი 5,66 %-ით დაეცა, რაც საკმაოდ მაღალია.

როგორც ავტორი წერს, ფასი ყოველთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია მაშინ, როცა საქმე სასმელს ეხება, რადგან ადამიანები ან ისეთ ღვინოს ეძებენ, რომლის ფასიც მათთვის ხელსაყრელია ან ღვინოს, რომლის შეძენის სურვილიც შედარებით მაღალ ფასს აღემატება.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული