Home
ქართული | English
იანვარი 2021
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მულტიმედია

კომენტარები

ხვალ, ტრენინგი ჭრებალოში – „ღვინის გამოზამთრება და გასტრონომიული ტურიზმი“

21 ნოემბერს „ღვინის კლუბი“ 13:00 საათზე ამბროლაურში, სოფ: ჭრებალო - „ჭრებალოს მარანში“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ 
The USAID Economic Security Program
ფინანსური მხარდაჭერით ატარებს ტრენინგს - „ღვინის გამოზამთრება და გასტრონომიული ტურიზმი".
ტრენინგს გაუძღვებიან მევენახეობა–მეღვინეობის მკვლევარი გიორგი ბარისაშვილი და მევენახეობა-მეღვინეობის საკონსულტაციო ცენტრი "ღვინტესტი"-ს დამფუძვნებელი ვანო შიუკაშვილი.
„ღვინის კლუბმა“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო ახალი საგანმანათლებლო პროექტი მცირე მარნებისა და რეგიონული ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. პროექტი ერთწლიანია და ამჯერად იგი იმერეთის, რაჭისა და ლეჩხუმის რეგიონებს მოიცავს. პროექტი გულისხმობს ღვინო და გასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მქონე სოფლებში მევენახე-მეღვინეებისა და დამწყები მცირე და საშუალო მარნების მოძიებასა და მათთვის საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებას.
ტრენინგი 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება და დასრულების შემდეგ ჯგუფი ესტუმრება ერთ-ერთ ადგილობრივ მწარმოებელს, სადაც ვენახსა და მარანში უშუალოდ გაეცნობა რთველისთვის მზადების დეტალებს.
ტრენინგის სამიზნე ჯგუფია - ღვინის ტურიზმით დაინტერესებული ღვინის მწარმოებლები.
დასწრება თავისუფალია, ადგილები შეზღუდულია, რეგისტრაცია დასრულდება ადგილების შევსებისთანავე.
რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.ge ან დარეკეთ ნომერზე: 598 30 86 88

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.