Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“უჩას ღვინო” - მცირე მარნების ანთოლოგია (104)

მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ მეღვინე გამხდარიყავით?

- გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ოჯახის წევრები ღვინოს ოდითგანვე აყებნებდნენ, ბაბუა და მისი ბაბუა, მეც გადავწყვიტე, რომ გამეგრძელებინა და არ დამემთავრებინა ეს საქმიანობა. ოჯახი ოდიდგანვე იყო ჩართული ამსაქმეში და მეც გამიჩნდა სურვილი რო გამეგძელებია, მით უმეტეს, როცა ახლა და ახალა უფრო დიდი ყურადღება ექცვევა ქართულ მეღვინეობას. ამ სქმეში ძალიან დიდი შრომა ჩავდე, დიდი წვალება იყო როგორ ვაზის გაშენება, ასევე მარნის მოწესრიგება, თუმცა ღირდა ეს ყველაფერი ამის საფასურად. იმიტომ, რომ ძალიან დიდი დაინტერესება მოჰყვა, მეტმა გაიგო ჩვენს და ჩვენი ოჯახის შესახებ. ვენახები საჩხერის რაიონში გვაქვს გაშენებული. 

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას? რაიმე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ ვენახის მოვლის ან ღვინის დაწურვის დროს?

დაკარგული ჯიშები მაქვს თეთრი რკო და წითელი რკო. ძირითადად სწორედ ამ ვაზის ჯიშებს ვაშენებ, ამ თვეში ბიო პრეპარატებით შეწამვლა დავიწყე ვაზის, მთავარი ისაა, რომ  ღვინოს ძალიან სათუთად ვუდგები. წითელი და თეთრი რკოს გარდა მაქვს ასევე ვაწარმოებ ასევე საჩხერის ძელშავს, ციცქა-ცოლოკოურსა და პეტნატებს.

რა არის თქვენი საყვარელი პროცესი რთველიდან ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე, რომელსაც სიამოვნებით, დაუღალავად აკეთებთ?

- მიუხედავად იმისა, რომ თითქმის  ყოველი დღე ძალიან დამღლელია, ამ დაღლილობის მიღმა თითოეული მოქმედება, რთველი, ღვინის დაყენება სასიამოვნოა ჩემთვის, რადგან ძალიან კარგ და მნიშვნელოვან საქმეს ვემსახურები.

გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

რამოდენიმე ბართან და ბარესტორანთან მაქვს კონტაქტი და იქ იყიდება ჩემი ღვინო, მათ შორის არის "ღვინო ანდეგრაუნდი" და რესტორანი "დები"

რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში? რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად? 

- ხშირად არმქონია მარნისთვის შესაბამისი ინვეტარი, თუმცა ნელ-ნელა შევიძინე, გავაუმჯობესე, უფრო მეტად გავმართე. დასახვეწიც ბევრია, მაგალითად ის, რომ კიდევ ბევრი შრომაა საჭირო ჩემი მარნის გასაფართოებლად. მინდა ხარისხზეც კიდევ უფრო მეტი ვიმუშავო, რადგან სწორედ ხარისხია ღვინის წარმოებისას ყველაზე მნიშვნელოვანი და ძირითადი ასპექტი.

- თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

-  ამ საქმეში რაოდენობა უპირატესად არ უნდა დააყენო, უმჯობესია ცოტა გქონდეს და  მაღალი ხარისხის ღვინო, რადგან ასე ძალიან მარტივსად ხელმისაწვდომი არ იქნება და მოთხოვნაც გაიზრდება. ქართული ღვინო პირველ რიგში სწორად უნდა განვითარდეს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მეორე კი რაზეც აუცილებლად უნდა იზრუნონ არის ინვენტარი, ასევე ყურადღება უნდა მიექცეს ვაზის სწორად გაშენებასა და ამ ყველაფრის სწორად მართვას.

- რას ურჩევდით დამწყებ მეღვინე-მევენახეებს?

პირველ რიგში, მივცემდი იმ რჩევას, რომ უცოდინრად არ დაიწყონ ამ საქმის კეთება, ასევე მიუხედავად დიდი რაოდენობისა, მეღვინეობას არ უნდა შეხედონ ისე, როგორც ბიზნესს. დამწყებმა დიდი შრომა უნდა ჩადოს და ხარისხზე იმუშაოს. სჯობს ცოტა იყოს ღვინო რაოდენობრივად, თუმცა მაღალი ხარისხის. არ არის აუცილებელი, ათასობით ბოთლს აწარმოებდეს მარანი, მაღალი ხარისხი თუ იქნა, მოთხოვნაც დიდი იქნება. მთავარია ისწავლონ და განვითარდნენ, სწავლიდან გამომდინარე კი სწორად მიუდგებიან ამ საქმეს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული