Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველოს ღვინის კლუბის კორპორაციული დეგუსტაცია GPI ჰოლდინგისთვის

საქართველოში ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა კორპორაციული დეგუსტაციები. ეს არის საუკეთესო საშუალება საქართველოში, ერთი მხრივ, ქართული აბორიგენული ჯიშების, ცალკეული დასახელების ღვინოების, ღვინის ბრენდების, ადგილწარმოშობის დასახელებების, მიკროზონებისა და ზვრების ცნობადობის ამაღლებისთვის, მეორე მხრივ, ამგვარი ღონისძიებები ხელს უწყობს ბოთლის ღვინის პოპულარიზაციისა და სწორი სამომხმარებლო ჩვევების განვითარებას ღვინის ბაზარზე. 

5 დეკემბერს იაგოს მარანში საქართველოს ღვინის კლუბმა GPI ჰოლდინგის თხუთმეტკაციანი ჯგუფისთვის კორპორაციული დახურული დეგუსტაცია და სემინარი ჩაატარა. 

დეგუსტაციის მონაწილეებმა დააგემოვნეს შატო მუხრანის გორული მწვანე, მეღვინეობა ხარებას კრახუნა, თელავის ღვინის მარნის კონდოლის მწვანე-ქისი, თელიანი ველის წინანდალი, მანდილის მწვანე (ქვევრი), მათიაშვილის მარნის რქაწითელი (ქვევრი), ჩელთის საფერავი როზე, თელავის ღვინის მარანის მუკუზანი, თბილღვინოს ხვანჭკარა და ღვარძელაშვილების მარანის საფერავი (ქვევრი). დეგუსტაციასა და სემინარს საქართველოს ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია უძღვებოდა. ღონისძიება იაგოს მარანში სადილით დასრულდა, სადაც იაგო ბიტარიშვილმა სტუმრებს საკუთარი ჩინური გააცნო. 

აღსანიშნავია, რომ GPI ჰოლდინგის თანამშრომლებს საკუთარი, კორპორაციული ღვინის კლუბი აქვთ დაარსებული, შესაბამისად, დეგუსტაციის მონაწილეები საკმაოდ მოტივირებული ღვინის მოყვარულები და ენთუაზიასტები არიან. საქართველოს ღვინის კლუბი სამომავლოდაც გეგმავს კორპორაციულ დეგუსტაციების მოწყობას სხვადასხვა ქართული კომპანიისთვის. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული