Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველოდან Prowein Dusseldorf-ზე 15 კომპანია მიიღებს მონაწილებას

Prowein Dusseldorf 2016 13 მარტს დუსელდორფის ცენტრში მიმდინარე საკარნავალო აღლუმის ფონზე საზეიმოდ გაიხსნება. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა 3 დღეს გასტანს და მასში მონაწილეობას მიიღებს  6 000 კომპანია 50 ქვეყნიდან. 

Prowein Dusseldorf ღვინის პროფესიონალთა კომუნიკაციის საუკეთესო გარემოს შექმნაზე ორიენტირებული გამოფენაა, ამაზე მიგვანიშნებს, თვით, ღონისძიების სახელწოდება. გამოფენა პირველად 1994 წელს ჩატარდა. დაარსებიდან დღემდე მასში მონაწილეთა და ვიზიტორთა, წარმოდგენილი პროდუქციისა და სტენდების, ასევე, ვიზიტორებისა და  აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობის ზრდა ღონისძიების მასშტაბების, გავლენისა და პოპულარობის ზრდის საუკეთესო ინდიკატორია.  

2016 წელს გამოფენა 67 138 კვ. მ-ზე გავრცელდება, სადაც სხვადასხვა ფორმატის სადეგუსტაციო სივრცეები იქნება მოწყობილი, ცალკე იქნება წარმოდგენილი კლასიკური, შამპანის ცქრიალა ღვინოების ლაუნჯი, ცალკეული საუკეთესო გამოცდილებების შოურუმები და პრეზენტაციები, დიზაინისა და ეტიკეტირების ჩვენებები, მაღალი კლასის დისკუსიები, კონფერენციები, პროფესიული და პოპულარული ხასიათის სემინარები კულინარიული ღონისძიებები და სხვ. 

საქართველო Prowein Dusseldorf-ზე ერთიანი ეროვნული სტენდით 2000 წლიდან არის წარმოდგენილი, ამდენად, წელს ის მეთექვსმეტედ მიიღებს გამოფენაში მონაწილეობას. ღონისძიებაში ღვინის მწარმოებელი კომპანიების ჩართვას საქართველოდან უზრუნველყოფს ასოციაცია ქართული ღვინო და კახეთის მეღვინეთა გილდია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით. 

ასოციაცია ქართული ღვინო 2010 წელს დაარსდა და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო, პროფესიულ საზოგადოებებში. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან და ყოველწლიურად  მუშაობს ქართული ღვინოების ინტეგრაციაზე ღვინის სამყაროს ისეთ მასშტაბურ ღონისძიებებთან, როგორებიცაა Prowein Dusseldorf, Vinexpo Bordeaux და სხვ. 

კახეთის მეღვინეთა გილდია 2014 წელს დაარსდა. ორგანიზაცია ორიენტირებულია კახეთის რეგიონში ღვინის ტურიზმის განვითარებაზე; ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს შორის საქართველოს ღვინის კულტურისა და საუკეთესო ტრადიციების პოპულარიზაციაზე. 

Prowein-ის 22-ე გამოშვებაზე საქართველოს ერთიანი სტენდი წარმოადგენს ღვინის მწარმოებელ 15 კომპანიას. ასოციაცია ქართული ღვინო უზრუნველყოფს გამოფენაში შემდეგი მეღვინეობების მონაწილეობას -  ბაგრატიონი 1882, ვაზიანი კომპანი, ვაინმენი, თბილღვინო, კორპორაცია ქართული ღვინო, კორპორაცია ქინძმარაული, GWS, მეღვინეობა ხარება, შატო მუხრანი, შუმი და კახური ტრადიციული მეღვინეობა, ხოლო კახეთის მეღვინეთა გილდიის ხელშეწყობით Prowein-ზე წარმოდგენილნი იქნებიან თელავის ღვინის მარანი, ბესინი, კახური და თელიანი ველი

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული