Home
ქართული | English
მაისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საოჯახო მარნების მონაწილეობის პირობები 2024 წლის ახალი ღვინის ფესტივალზე

შეგახსენებთ, ფესტივალი ახლოვდება, 11 მაისს, „ახალი ღვინის ფესტივალი 2024“-ში მონაწილე საოჯახო მარნები ტრადიციულად, დეგუსტაციის წესით შეირჩევიან. 

ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა ოჯახური ღვინის მწარმოებელს.

ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა საოჯახო მარნებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 14 მარტიდან 12 აპრილამდე.

„ღვინის კლუბის“ სპეციალური ჟიური შემოსული ნიმუშებიდან საუკეთესო ღვინოებს შეარჩევს, რომლებიც ფესტივალზე დაიშვება.
სადეგუსტაციოდ და ფესტივალზეც წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ 2023 წლის მოსავლისახალი ღვინოები.

ფესტივალში მონაწილეობა ოჯახური მარნებისთვის ფასიანია. ერთი ნიმუშის წარდგენისსაფასური შეადგენს 20 ლარს.

სადეგუსტაციო ნიმუშების საფასურის გადახდა ღვინის კლუბის ანგარიშზე მოხდება: ს.ს. „თიბისიბანკი“, ბანკის კოდი: TBCBGE22, ანგარიშის ნომერი GE66TB1144536080100002, ააიპ ღვინის კლუბი.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ სადეგუსტაციო ნიმუში (2 მინის ბოთლი), შევსებული ანკეტა და სადეგუსტაციო ნიმუშის გადახდის ქვითარი.
მონაწილეთა ვინაობცნობილი გახდება ფესტივალამდე 10 დღით ადრე.
ფესტივალზე გასული წარსადგენი ღვინის განსაზღვრული რაოდენობა მინიმუმ 20 ლიტრსშეადგენს.

სადეგუსტაციო ნიმუშები, თანდართული ანკეტითა და გადახდის ქვითრით წარმოადგინეთშემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 45, სართული 12, ღვინის კლუბი.

მობ.: +995 598 30 86 88; E-mail: info@wineclub.ge

ნიმუშები ყოველ სამუშაო დღეს მიიღება, 11:00-დან 18:00-მდე.

ნიმუშების მიღება ხვალიდან, 14 მარტიდან დაიწყება!

ანკეტა გადმოწერეთ აქედან

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.