Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საოჯახო მარნების მონაწილეობის პირობები 2021 წლის ახალი ღვინის ფესტივალზე

27 ნოემბერს, ახალი ღვინის ფესტივალი 2021 -ში მონაწილე საოჯახო მარნები დეგუსტაციის წესით შეირჩევიან. ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა ოჯახური ღვინის მწარმოებელს.
ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა საოჯახო მარანმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს არაუგვიანეს 9 ნოემბრისა.
მონაწილე გაივლის შესარჩევ ტურს, “ღვინის კლუბის” სპეციალური ჟიური შემოსული ნიმუშებიდან შეარჩევს საუკეთესო ღვინოებს, რომლებიც დაიშვება ფესტივალზე.
შესარჩევ ტურშიც და ფესტივალზეც წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ 2020 წლის მოსავლის ღვინო.
ფესტივალში მონაწილეობა ოჯახური მარნებისთვის ფასიანია. ერთი ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 10 ლარს.
სადეგუსტაციო ნიმუშების საფასურის გადახდა ღვინის კლუბის ანგარიშზე მოხდება: ს.ს. „თიბისი ბანკი“, ბანკის კოდი: TBCBGE22, ანგარიშის ნომერი GE66TB1144536080100002, ააიპ 'ღვინის კლუბი.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სადეგუსტაციო ნიმუში (2 მინის ბოთლი), შევსებული ანკეტა და სადეგუსტაციო ნიმუშის საფასურის გადახდის ქვითარი.
მონაწილეთა ვინაობა ცნობილი გახდება ფესტივალამდე 10 დღით ადრე.

ფესტივალზე გასული წარსადგენი ღვინის განსაზღვრული რაოდენობა შეადგენს მინიმუმ 20 ლიტრს.
სადეგუსტაციო ნიმუშები, თანდართული ანკეტით, და გადახდის ქვითრით წარმოადგინეთ შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, ვაჟა–ფშაველას 45, სართული 14, ღვინის კლუბი. ტელ: 2180171 მობ: +995 598308688
ნიმუშები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს, 11:00 –დან 18:00 სთ-მდე
ნიმუშების მიღება დაიწყება დღეიდან, 20 სექტემბრიდან!
E-mail: info@wineclub.ge
ანკეტა გადმოწერეთ აქედან

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.