Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფერავის ამერიკული ისტორია

The Washington Post ნიუ იორკის შტატში დაგეგმილ საფერავის ფესტივალსა და ამერიკაში ქართული ჯიშის ისტორიის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

ფესტივალის ერთ-ერთი მიზანი ამერიკაში საფერავის ისტორიის შესწავლა და ღვინის ამ ჯიშიც პოპულარიზაციაა. ორგანიზატორებმა პანდემიის პერიოდში ამერიკულ ბაზარზე ქართული ღვინის მდგომარეობა იკვლიეს. ამ მიზნით იმ მეღვინეობებს ეწვივნენ, სადაც საფერავია გაშენებული. მათ შორის იყო Dr. Frank და McGregor მეღვინეობები. ორგანიზატორების თქმით, ქართული ღვინის ისტორია მსმენელში დიდ ინტერესს იწვევდა, ამიტომაც დაიგეგმა საფერავის ფესტივალი.

სტატიაში ასევე ქართული ღვინისა და უკრაინის კავშირზეცაა ლაპარაკი. განხილულია ამ ორი ქვეყნის საერთო საბჭოთა წარსული და ის სირთულეები, რაც ქართულ ღვინოს, ექსპორტის კუთხით, მიმდინარე მოვლენების ფონზე ექმნება. აღნიშნულია ისიც, რომ საფერავისგან ღვინოს უკრაინაშიც აყენებენ. თუმცა, მისი საუკეთესო ვენახები 2014 წელს ყირიმთან ერთად რუსების ხელში აღმოჩნდა.

თუ როგორ ერწყმის მსოფლიო მოვლენები, ომები, პირად ისტორიებსა და როგორ აისახება ღვინოზე, ამის კიდევ ერთი მაგალითი არსებობს.

საფერავი პირველად შეერთებულ შტატებში 1958 წელს კონსტანტინე ფრენკმა დარგო. იგი გერმანული წარმოშობის უკრაინელი ლტოლვილი იყო, რომელიც ოდესის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში 1920-იან და 1930-იან წლებში სოფლის მეურნეობისა და მევენახეობის განხრით მუშაობდა. ფრენკი მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ლტოლვილი გახდა  და 1950-იანი წლების დასაწყისში ამერიკაში დასახლდა. იქ მან სკეპტიკურად განწყობილი მევენახეების დათანხმება დაიწყო, რათა ევროპული ტრადიციული ჯიშების გაშენება დაეწყოთ.

ფრენკმა 60-ზე მეტი ვაზის ჯიში შეიტანა, რომლებზეც უკრაინაში მუშაობდა, მათ შორის იყო საფერავი და რქაწითელი. Rkatsi, როგორც მას ამერიკელი მოყვარულები უწოდებენ, ვირჯინიაში, ნიუ ჯერსიში და მასაჩუსეტსში იზრდება, ისევე როგორც ნიუ-იორკში. მერილენდის ცენტრში მდებარე ლინგანორეს ღვინის ქარხანა უგემრიელეს საფერავს აყენებს, ასევე, ვირჯინიაში მდებარე Ox-Eye Vineyards-ში გაშენებულია. უფრო დიდი რაოდენობით საფერავი პენსილვანიასა და მიჩიგანში იზრდება.

საფერავს აღმოსავლეთ ამერიკის მეღვინეებისთვის განსაკუთრებით მომხიბვლელია, ამბობს ლიზა გრანიკი, ღვინის ოსტატი და ქართული ღვინოების სპეციალისტი. მას ასევე უკვირს, რომ ჩრდილოეთ ამერიკელი მეღვინეები საფერავით დაინტერესებულები ჯერ კიდევ არ არიან, რადგან ამ ჯიშს კარგად შეუძლია სიცივისთვის გაძლება.

მას შემდეგ, რაც რუსეთი თებერვლის ბოლოს უკრაინაში შეჭრა, ფრენკებმა გადაწყვიტეს შაბათ-კვირის შემოსავლის ნახევარი World Central Kitchen-თვის გადაეცათ, უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად. „ეს ჩვენი ოჯახის ამბავიც იყო“, ამბობს მეგანი და აღნიშნავს, რომ ფრენკებს ნათესავები ოდესაში ჯერ კიდევ ჰყავთ.

„როდესაც ამერიკულ საფერავს დალევთ, თქვენ მხოლოდ მისი არომატით არ ტკბებით, არამედ 8000 წლიან ისტორიასაც შესვამთ“. - ასე აფასებს სტატიის ავტორი, ღვინის ბლოგერი დეივ მაკინტაიერი ქართულ საფერავს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული