Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფერავის შესახებ სტატიას wine enthusiast აქვეყნებს

ქართული ღვინის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში wine enthusiast-მა ქართული ღვინის შესახებ კიდევ ერთი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ავტორი საფერავის შესახებ წერს: “საფერავისგან - მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინო ამერიკაში ყველაზე მზარდი კატეგორიაა იმპორტირებულ ღვინოებს შორის მას შემდეგ, რაც CBS-ის გადაცემა „60 წუთი“ ღვინის სამშობლოს, საქართველოს მიეძღვნა, და ასევე,  იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქართული სამზარეული აშშ-ში უფრო ცნობილი გახდა, შესაძლოა, საფერავიც მალე უფრო პოპულარული გახდეს. როდესაც საფერავის ჭიქას ასწევთ, მხოლოდ მისი არომატებით არ დატკბებით, თქვენ 8000-წლიან ისტორიასაც გაიცნობთ“, - აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც საფერავის წარმოშობის ისტორიასა და მის ჯიშურ მახასიათებლებზე წერენ, ასევე მის როლზე ღვინის თანამდროვე ინდუსტრიაში და მის პერსპექტივებზე ღვინის გლობალურ ბაზარზე.

სტატიაში წერენ, რომ საქართველოში ყველაზე მეტად დარგული წითელი ვაზის ჯიშია საფერავი და ქვეყანაში წარმოებული ღვინის 33%-ს შეადგენს: “თუმცა, კახეთში (საქართველოს ნაპას ველზე), რომლის მზე და სითბო ხელსაყრელია ყურძნისთვის, იგი ღვინის წარმოების 40%-ს შეადგენს და სწორედ აქ იქმენა ამ კეთილშობილური ჯიშის ყველაზე კომპლექსური და ასაკობრივი მაგალითები”

ავტორი ჯიშის გემურ თვისებებზეც წერს და აღნისნავს, რომ საფერავი განსაკუთრებულ მახასიათებლებს ავლენს: ღრმა შეფერილობას, თამამ, მკაფიო არომატებს, მკვეთრ მჟავიანობას, ტანინებს და დასძენს იმასაც, რომ დაძველების უნარითაც გამოირჩევა: “ის უაღრესად მრავალმხრივია, გამოიყენება ვარდისფერ, მშრალ, ნახევრად ტკბილ, ტკბილ და შემაგრებულ ღვინოებში. ის კარგად ერგება ტრადიციულ ქართულ თიხის ქვევრს, ასევე უჟანგავ ფოლადს.”

ისევე როგორც სხვა ჯიშები, საფერავის არომატი ძალიან მგრძნობიარეა ტერუარის მიმართ. თუ ის მთის ცივ ადგილებში ხარობს, ყურძენი იძლევა წითელი კენკრის არომატსა და ელეგანტურობას, თუ თბილ რეგიონებში იგრძნება მუქ ნიადაგებზე, უფრო მეტად შავ ხილისა ნოტებს იგრძნობთ და ალკოჰოლის უფრო მაღალ დონეს. 

საფერავის სტრუქტურა, როგორც მყარი ტანინებით, ასევე ძლიერი მჟავიანობით, სტატიაში შედარებულია Vitis vinifera-ს სხვა ისეთ ჯიშებთან, როგორიცაა Syrah და Cabernet Sauvignon: “პარალელი ასევე შეიძლება გავავლოთ Mourvèdre-ს, Sagrantino-ს, Tempranillo-ს Ribera del Duero-დან და Toro-დან (მაგრამ არა Rioja-დან), Touriga Nacional-თან და Tannat-თან - იმ ღვინოებთან, რომლებსაც აქვთ მუქი ფერი და არომატი. თუმცა, როდესაც უფრო გრილ კლიმატში მზადდება, საფერავი ნებიოლოს და სანჯოვეზეს უფრო წააგავს” - წერს ავტორი.

ბოლოს საუბრობს საფერავზე, როგორც საკმაოდ გამძლე წითელ საღვინე ვაზის ჯიშზე: “საფერავი გამძლე ჯიშია. იტანს ცივ ზამთარსა და გვალვას. მოსავლიანობით კი საკმაოდ უხვია. გარდა ამისა, საფერავი  სხვა ქვეყნის მიწაზეც კარგად ხარობს. მეღვინეები ავსტრალიიდან და აშშ-დან უგემრიელეს წითელ და ვარდისფერ ღვინოებს აწარმოებენ ამ ქართული ლეგენდარული ჯიშისგან, საფერავისგან”. სტატიას გაეცანით wine enthusiast-ის ოფიციალურ გვერდზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.