Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი - შედეგები

1-2 დეკემბერს, თბილისში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ასოციაცია “ქართული ღვინოს“ ორგანიზებით, ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მეშვიდედ გაიმართა.

კონკურსზე წარდგენილი იყო 110 კომპანიის 350-ზე ღვინის ნიმუში როგორც  საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე უცხოეთიდან, სადაც ქართული ტექნოლოგიით ქვევრის ღვინო იწარმოება.  

ჟიურის შემადგენლობაში  საერთაშორისო დონის ქართველი და უცხოელი ექსპერტები იყვნენ. კონკურსის ჟიურის წელს პირველად შეუერთდნენ სამხრეთ აფრიკის ლეგენდა ჩარლზ ბეკი, "London International Wine Challenge"-ის დამფუძნებელი და ღვინის ექსპერტი რობერტ ჯოსეფი, "Areni" ჯგუფის დამფუძნებელი და "MW" სტუდენტი პოლინ ვიკარი და თურქეთის რესპუბლიკის ღვინის ექსპერტი, ღვინის და გასტრონომიის ლექტორი საბიჰა აპაიდინ. 

საერთაშორისო ჟიურის წევრები იყვნენ: ლევან მეხუზლა, თინა ჯაჯანიძე, კახა ჭოტიაშვილი, თამთა ყველაიძე,ჯაბა ძიმისტარიშვილი, დავით ჩიჩუა, გოგი დაქიშვილი, გიორგი სამანიშვილი, მეგი ტოგონიძე, ლადო კუბლაშვილო, მაკა თარაშვილი. კონკურსისადმი ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ქვევრის წარმოება უფრო და უფრო პოპულარული ხდება. უკვე 30-მდე ნიმუში ამ კონკურსზე სწორედ საერთაშორისო მეღვინეების მიერ იყო წარმოდგენილი. ქართული ღვინის გარდა ქვევრის ღვინო შემოტანილი ჰქონდათ ხორვატიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, შვეიცარიიდან. როგორც ჟიურის წევრები აღნიშნავენ, ამ მხრივად გამორჩეული და მრავალფეროვანია კონკურსი. 

ოქროს მედალი 25-მა ღვინომ დაიმსახურა. 

Corporation Kindzmarauli-Duruji Valley-Kisi 2021

Damiane-Rkatsiteli 2022

Davit Chikhladzes Marani-Rkatsiteli 2022

Gebrale-Kakhuri Mtsvivani 2022

GWS-Tamada-Qvevri White 2018

Jobava Winery-Kisi 2022

Kakheti Company-Rkatsiteli 2020

Kakheti Company-Rkatsiteli 2021

Kakhuri Gvinis Marani-Cabernet Saperavi 2022

Kakhuri Gvinis Marani-Mtsvane 2022

Janaani Wine Cellar-Manaseli-Mtsvane Kakhuri 2022

Mildiani-Kisi 2011

Rtvelisi-Kisi 2022

Samis Winery-Kisi 2020

Marani Sevsamora-Goruli Mtsvane 2019

Wine Company Shumi-Iberiuli-Mtsvane 2020

SunWine-Saperavi 2022

Tbilvino-Kisi2020

Tchotiashvili Vineyards-Chitistvala 2018

Tchotiashvili Vineyards-Nitsa 2018

Tchotiashvili Vineyards-Rkatsiteli 2017

Tsinandali Estate-Saperavi Usakhelouri 2020

Vakhtang Beruashvili's Marani-Mtsvane 2022

Vinarstvi Dvoracek-Tramin Qvevri 2020

Wine Company Shumi-Vinobiza-Khikhvi 2019-2020

Wine Well-Saperavi 2022

Winery Binekhi - Mtsvane 2014

Winery Khareba-Otskhanuri Sapere 2020-2021

Vakhtang Beruashvili's Marani-Mtsvivani Kakhuri 2022

Winery Khareba-Aladasturi 2021

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული