Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქვევრის ღვინის მეორე საერთაშორისო კონკურსი

3-4 მაისს ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, თბილისში ქვევრის ღვინის მეორე საერთაშორისო კონკურსი გაიმართა.

კონკურსის მიზანი საუკეთესო ქვევრის ღვინოების გამოვლენა და პოპულარიზაცია, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება და ქვევრის ღვინის წარმოების ხელშეწყობაა.

წელს კონკურსზე წარდგენილი იყო 70 როგორც დიდი კომპანიის, ასევე მცირე და საშუალო საოჯახო მარნის  200-მდე ღვინის ნიმუში, რომლებიც ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა. ჟიურის თავმჯდომარე მეღვინე გიორგი დაქიშვილი გახლდათ. ქართველ პროფესიონალებთან ერთად, ჟიურიში მოწვეული იყო ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი. მან კონკურსზე წარდგენილი ქართული ღვინის ხარისხი საუკეთესოდ შეაფასა.

„ეს არის  ქვევრის მეორე საერთაშორისო კონკურსი. შესანიშნავი იყო იმის ნახვა, თუ როგორ გაიზარდა ღვინის ხარისხი, უპირველესად საგრძნობლად გაუმჯობესებულია ღვინის სისუფთავე. ჩანს როგორ მონდომებით მუშაობენ ქართველი მწარმოებლები იმისათვის, რომ  მათი ღვინოები შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, რათა მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს შორის მოხვდეს მათი პროდუქცია“ - აღნიშნა ლიზა გრანიკმა.

კონკურსზე წარმოდგენილი ნიმუშების შეფასების შემდეგ, გამარჯვებულების დაჯილდოება, დაახლოებით ერთ თვეში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ინიციატივით, ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში პირველად 2017 წელს ჩატარდა.  პირველი კონკურსის შედეგად 150 ღვინის ნიმუშიდან 22-მა ოქროს, 20-მა ვერცხლის და 29-მ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდერეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.

კონკურსის მხარდამჭერები არიან: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.