Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ქართველებმა მოახერხეს თავიანთი დიდი ცოდნის შენარჩუნება”- New York the sun

საქართველოსა და ქართულ ღვინოებზე New York The Sun წერს. ავტორი ქართულ ღვინის კულტურას ვრცლად მიმოიხილავს, საუბრობს იმ აღმოჩენაზე, რომელმაც საქართველო “ღვინის აკვნად” აქცია: “რა არის იმაზე საოცარი, ვიდრე 8000 წლოვანი ღვინის ისტორია?! ყოფილი საბჭოთა რეჟიმის უმეტესი ქვეყნებისგან განსხვავებით, პატარ-პატარა მარნებისა და ძლიერი ტრადიციის წყალობით. იქამდე, სანამ აღმოაჩენდნენ მტკიცებულებებს, რომ საქართველო ღვინის სამშოვბლო იყო, ქართველები უკვე თამამად აცხადებდნენ ამას. მათ ღრმად ფესვგადგმული ღვინის კულტურა აქვთ და წარმოუდგენლად ამაყობენ თავიანთი ღვინის ისტორიითა და კულტურით. ეს, თითქოს მათ სისხლშია.” - წერს ღვინის სპეციალისტი და The Sun-ის პუბლიცისტი კლარა დალზელი. 

გარდა ამისა, სტატიაში ვკითხულობთ ქართული ღვინის ქვევრში დაყენების ტექნოლოგიის შესახებაც დეტალურად: “ წითელ ან თეთრ ყურძენს ქვევრში მტევნიანად ათავსებენ, რაც ბუნებრივი დუღილის პროცესის დაწყებას უწყობს ხელს. პროცესის დაწყებამდე ტემპერატურა მატულობს და ის რამდენიმე დღე ძალიან რთული პერიოდია, როდესაც მეღვინე შესვენების გარეშე მუშაობს”.

როგორც ავტორი წერს, ძლიერი ტანინები ყველას არ მოსწონს, დასავლეთ ევროპაში, რომელიც ნაცნობ ყურძენსა და ევროპულ სტილსაა მიჩვეული, ხანდახან არ/ვერ ესმით ქარვისფერი ღვინო, მისი გემო და არომატები, თუმცა თანდათან ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება და მოთხოვნაც ქართულ ღვინოებზე იზრდება: “ყოველწლიურად ათობით მარანი იხსნება და უფრო მეტი ვითარდება უფრო სუფთა, დახვეწილი და ისევ ქართული უნიკალურობის შემანარჩუნებელი ტექნოლოგიებით. უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა მეღვინე ჩანს, რაც ძალიან კარგია ქართული მეღვინეობისთვის” - აცხადებს დალზელი. 

სტატიის ბოლოს ის მკითხველს რამდენიმე ქართულ მარანსაც ურჩევს, მათ შორისაა “ჩიტოს ღვინო”, “ალაპიანი მარანი” “ბაიას ღვინო”, “ჭოტიაშვილის მარანი” და ა.შ. სტატიას სრულად შეგიძლიათ The Sun-ის ვებგვერდზე გაეცნოთ. 
© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული