Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ქარვისფერი ღვინოები Winepair-ზე

უკვე ცნობილი ამბავია, რომ ქარვისფერი ღვინის კატეგორიის მიმართ ინტერესი მთელი მსოფლიოდან იზრდება. VInepair-მა საუკეთესო ქარვისფერი ღვნოების სია გამოაქვეყნა, მათ შორის მკითხველი 3 ქართულ ღვინოსაც აღმოაჩენს.

ქარვისფერი, შერეული, 2019 “თელიანი ველი”- ხასიათდება ალკოჰოლის 13%-იანი შემცველობით. როგორც მის აღწერაში ვკითხულობთ, ფორთოხლის ქერქისა და აჰავას სანელებლებით გამოირჩევა. ტანინების მაღალი დონითა და დაბალანსებული მჟავიანობით შესანიშნავ გრილ ტონებსა ქმნის.

ქვევრის ქისი, 2019, "Koncho & Co." ხასიათდება ცოცხალი არომატებით, თაფლითა და ტროპიკული ხილის სურნელებით წიწაკის ოდნავ შესამჩნევ არომატთან ერთად. "ძალიან უხდება ყველსა და თბილ საღამოებს" - ვკითხულობთ სტატიაში.

შემდეგია ქვევრის ქარვისფერი მშრალი, კასრელი, 2017,  "ერეკლეს ღვინო". კასრელის ქარვისფერი ღვინოს ნუშის, სანელებლებისა და ფორთოხლის ქერქის არომატები ახასიათებს. გამოირჩევა მაღალი ტატნინებითა და ხილის მძაფრი სურნელებით. "თუ გსურთ შთაბეჭდილება მოახდინოთ თქვენს მეგობრებზე ნატურალური ღვინით, ეს ღვინო ამის საუკეთესო საშუალებაა"-ვკითხულობთ სტატიაში.

მათ შორის სტატიაში ნახსენებია Field Recording Skins 2020. ალკოჰოლის 12%-იანი ღვინო, რომელიც წითელ ღვინოს ჰგავს. ტანინებითა და წითელი ღვინის მსგავსი ხილის არომატებით ხასიათდება. ღვინო ოდნავ დაჟანგულია და როგორც სტატიაში ვკითხულობთ, შესანიშნავადაა დაბალანსებულია.

Weingut Schlossmühlenhof ‘Das Ist Kein Orange’ 2019 გერმანული ქარვისფერი ღვინოა, რომელსაც ტკბილი სურნელოვანი არომატები გამოარჩევს, ყვავილებისა და თაფლის სურნელება. Breaking Bread Orange Wine-ს კი წიწაკისა და მწვანილების არომატები გამოარჩევს. 
ქართული ქარვისფერი ღვინოებით მსოფლიოს ბაზარზე სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება. აღსანიშნავია, რომ ამერიკის ბაზარზეც ქართულ ქარვისფერ, ნატურალურ ღვინოებზე განსაკუთრებული მოთხოვნაა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული