Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინოების საშემოდგომო დეგუსტაცია დიდ ბრიტანეთში

დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინოების ირგვლივ დიდი აჟიოტაჟია. უკვე 20-ზე მეტ კომპანიას გააქვს გაერთიანებულ სამეფოში თავიანთი პროდუქცია. მოთხოვნასთან ერთად მიწოდებაც იზრდება, მასთან ერთად კი - ინტერესი. 18-სა და 20 სექტემბერს ბრიტანეთში, ლონდონსა და მანჩესტერში ქართული ღვინის საშემოდგომო დეგუსტაცია გაიმართება Specialist Importer Trade Tasting-ზე, სადაც გაერთიანებული სამეფოს წამყვანი სპეციალისტები და ღვინის იმპორტიორები იქნებიან.

Sitt Tasting-ის გვერდზე საქართველოსა და ქართული ღვინოების შესახებ ვკითხულობთ: „დეგუსტაციაზე სხვადასხვა სტილის ღვინოებს გასინჯავთ - ქვევრში დავარგებულ ქარვისფერ ღვინოებთან ერთად წითელი და თეთრი ღვინოების დაჭაშნიკებასაც შეძლებთ, როგორიცაა საფერავი, რქაწითელი, ქისი და ხიხვი. საქართველო ნელ-ნელა ძალიან საინტერესო ქვეყანად იქცა დიდი ბრიტანეთის მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი საცალო მოვაჭრეებისთვის, რომლებსაც სურთ თავიანთ მომხმარებელს ახალი და საინტერესო პროდუქტი შესთავაზონ, ქართული ღვინოები უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ხოლო ვაზის ჯიშებისა და ღვინის ფართო არჩევანის გამო კიდევ უფრო მეტ ინტერესს იძენს საქართველო, მათ შორის კი ქარვისფერი ღვინოები, რაც სავაჭროდ ნამდვილად მიმზიდველი პროდუქტია.” - ვკითხულობთ გვერდზე. 

Sitt tasting-ზე წაიკითხავთ ღვინოებისა და მეღვინეობების დეტალურ დახასიათებებსაც. დეგუსტაციაზე დასაწრებად მათსავე გვერდს უნდა ესტუმროთ და დარეგისტრირდეთ. 18-სა და 20 სექტემბერს მასტერკლასებიც ჩატარდება. მომხსენებლები იქნებიან ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სავაჭრო ასოციაციის მთავარი აღმასრულებელი მაილს ბინი, WSTA პროექტის კონსულტანტი საიმონს კერნსი და ალკოჰოლური სასმელების საცალო ვაჭრობის სპეციალისტი ლუსი ბრიტნერი. როგორც Sitt-ზე ვკითხულობთ, ისაუბრებენ Alentejo-სა და პორტუგალიის ღვინოებზეც, ასევე განიხილავენ ღვინის იმპორტთან და ექსპორტთან დაკავშირებულ მთავარ საკითხებსა და პრობლემებს. 

დეგუსტაციაზე 8 იმპორტიორის მიერ წარმოდგენილი 30 ღვინო იქნება. უკვე ცნობილია იმ მარნებისა და ღვინოების ჩამონათვალი, რომლებიც ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას: 
ასკანელი”, ქისი, 2019.

კახური მწვანე, “შუმი”, 2020.

პრიმა, “ასკანელი”, 2019.

საფერავი როზე, “თბილღვინო”, 2021.

კახური N8, თელიანი ველი, 2020.

“შატო სვანიძე”

“თბილღვინო”

Wine Man

Schuchmann Wines

ქისი, “ბიო მარანი”, 2016

ქისი ქვევრი, “დუგლაძე, 2020.

ქისი, “გვინო”, 2020

გლეხური ქისი ქვევრი, “თელიანი ველი”, 2020.

რქაწითელი მწვანე, “ქართული მზე”, 2018

მწვანე-კახური, “ლაგვინარი”, 2021.

ქვევრის რქაწითელი, “თბილღვინო, 2020.

რქაწითელი, “ლაგვინარი”, 2021.

რქაწითელი, “ორგო”, 2021.

ალადასტური, “ლაგვინარი, 2018.

ქვევრის ოცხანური საფერე, “ვაჩნაძიანი”, 2021.

საფერავი, “ქართული მზე”, 2019.

საფერავი ქვევრი, “ასკანელი”, 2019.

ქვევრის საფერავი, “თბილღვინო”, 2021.

საფერავი, “ორგო”, 2021.

საფერავი, “ბიომარანი”, 2016.

საფერავი, “შუხმან ვაინსი”, 2021.

საფერავი, Wine Man, 2020.

კლასიკური საფერავი, “თბილღვინო”, 2021.

კლასიკური საფერავი, “ვაჩნაძიანი”, 2019.

გაუფილტრავი საფერავი, “თელიანი ველი”, 2020.

მუკუზანი, “დუგლაძე”, 2019.

ქინძმარაული, “შუმი”, 2022.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული