Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო იაპონიაში

იაპონიაში ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის ორგანიზებით გაიმართა.

ტოკიოსა და ჰოკაიდოში ქართული ღვინის დეგუსტაციებს Red Bridge-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და იაპონიის საუკეთესო სომელიეთა მე-3 კონკურსის გამარჯვებული მაკოტო აბე უძღვებოდნენ.

ქართული ღვინის დეგუსტაციებს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული სომელიეები, დისტრიბუტორები, რესტორნებისა და სასტუმროების წარმომადგენლები, ჯამში 130-მდე ადამიანი დაესწრო. 

იაპონიაში გამართულ დეგუსტაციებზე პროფესიონალმა სტუმრებმა „რქაწითელი სუპერიორი 2015“ (შატო მუხრანი), „რქაწითელი 2014“ (ორგო), „მწვანე 2015“ (შუმის ხაზი „იბერიული“), „მწვანე 2016“ (მეღვინეობა ვაზიანის ხაზის „მაყაშვილის ღვინის მარანი“), „საფერავი 2016“ (გიუაანი), „მუკუზანი 2014“ (შუმის ხაზი „იბერიული“),  „საფერავი 2015“ (შალაური) დააგემოვნეს.

ტოკიოში ასევე ქართული ღვინისა და აზიური კერძების შეხამების ვახშამი გაიმართა, სადაც წარდგენილი იყო ღვინოები: „რქაწითელი“ (ხოხბის ცრემლები), „ჩინური 2016“ (ლაგვინარი), „მწვანე ქვევრის 2016“ (ქვევრის ღვინის მარანი), „ქისი 2017“ ((შუმის ხაზი „იბერიული“), „ოცხანური საფერე 2015“ (ლაგვინარი) და  „საფერავი 2016“ (ორგო).

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც მიმდინარე წლის 8 თვის მანძილზე 170 ათასზე მეტი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 79%-ით აღემატება.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული