Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო და აშშ - Wines of Georgia ახალი კამპანიით

wine industry advisor გვატყობინებს, რომ წელს Wines of Georgia სხვადასხვა სავაჭრო ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს აშშ-ში. პროგრამა მოიცავს საგანმანათლებლო აქტივობებს, მასტერკლასებსა და დეგუსტაციებს, სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით კი ქართული ღვინოების გაცნობას აშშ-ს ბაზარზე. აშშ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ბაზარია. ბოლო რამდენიმე წელია ექსპორტის ღირებულება მატულობს, 2023 წელს 6%-ით გაიზარდა გაგზავნილი ღვინის რაოდენობა, ინტერესი კი შესამჩნევად მზარდია.

წლევანდელი პროგრამა მოიცავს სხვადასხვა სტრატეგიულ მედია და სავაჭრო აქტივობებს, რისი მიზანიც ცნობადობის ამაღლებაა ქართული ღვინის შესახებ. 8 ივნისს იგეგმევა “საფერიკას” ყოველწლიური ფესტივალი, რომელსაც უმასპინძლებს კონსტანტინ ფრანკის მეღვინეობა და რესტორანი chama mama. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება Finger Lakes-ის რეგიონში საფერავისა და რქაწითელის მწარმოებლები, მათ შორის ქართველი მეღვინეების ღვინოები.

Wines of Georgia-ს მიერ 24 ივნისს Vinexpo New York-ის ფარგლებში მოეწყობა ქართული ვახშამი. 24 სექტემბერს კი Texsom awards-ის შემდეგ მეორე გრანდ დეგუსტაციასა და მასტერკლასს ნიუ-იორკში გამართავს: “შარშანდელი ღონისძიების წარმატების შემდეგ, რომელიც პირველი იყო საქართველოსთვის აშშ-ში და მიიპყრო 200-ზე მეტი ღვინის მცოდნის ყურადღება, წელსაც იგეგმება ასეთი დიდი მასშტაბის დეგუსტაცია. Grand Tasting და მასტერკლასები მაქსიმალურად გაზრდის ცნობიერებას ქართული ღვინის შესახებ. მიზანი არის ის, რომ ტრადიციული და  თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ქართული ღვინის მიმართ  გაიზარდოს ინტერესი და ღონისძიებებმა დააკავშიროს ერთმანეთს მწარმოებლები და იმპორტიორები.” - ვკითხულობთ Wine Industry Advisor-ზე.

ამ ყველაფერთან ერთად Napa Valley Wine Academy ქართული ღვინის სასერტიფიკატო პროგრამასაც განახორციელებს. 

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებში, ქვეყნის ერთ-ერთმა სტრატეგიულ ბაზარში, 2023 წელს 906,512 ლიტრი ქართული ღვინო გაიგზავნა. საქართველოში თანხობრივად ექსპორტით მიღებული თანხა 2022 წელს 5,286,00 აშშ დოლარით განისაზღვრა, წელს კი რაოდენობა 6%-ით გაიზარდა. $5,612,000-მდე. ფიქსირდება ქართული ღვინის ფასის ზრდაც შეერთებულ შტატებში. 2022 წელს $5.47-დან ლიტრზე, 2023 წელს კი მისი საშუალო ფასი $6.19-ია. ვრცლად გაეცანით wine industry advisor-ზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული