Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო ბორდოში წარსდგება

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში დაგეგმილი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები ბორდოსა და პარიზში გაიმართა.

საქართველოს მხრიდან შეხვედრებში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი დავით ტყემალაძე, ასოციაცია „ქართული ღვინოს“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი და საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონე მონაწილეობდნენ.

ქართული მხარის წარმომადგენლები საფრანგეთში გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ აცხადებენ, რომ საქართველო ბორდოს გამოფენაზე ღირსეულად წარსდგება, რის საფუძველსაც ამ მიმართულებით ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოები იძლევა.

ბორდოს ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში საქართველოსადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა 2017 წელს გაიხსნება. საქართველო იქნება პირველი მიწვეული ქვეყანა, რომელიც აღნიშნულ ცენტრში მევენახეობა-მეღვინოების გამოფენათა ციკლს გახსნის და რამდენიმე თვის განმავლობაში ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის მასპინძლის საპატიო სტატუსს ატარებს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო 2017.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული