Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის წარმატება ჰონგ-კონგში. Hong Kong International Wine and Spirits Fair 2015

5-7 ნოემბერს ჰონგ-კონგში, Convention and Exhibition Centre-მ ჰონგ-კონგის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის (HKTDC - Hong Kong International Wine and Spirits Fair 2015) მერვე გამოშვებას უმასპინძლა. 

გამოფენა აზიის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენებს შორის ერთ-ერთი მასშტაბურია. 2014 წელს მასში მონაწილეობას იღებდა 1000-მდე კომპანია 38 ქვეყნიდან. ღონისძიების ვიზიტორთა რიცხვმა კი 75 ქვეყნიდან 20 000-ს მიაღწია. ვიზიტორთა შორის იყვნენ სავაჭრო სფეროს წარმომადგენლები - შემსყიდველები, იმპორტიორები და დისტრიბუტორები, სასტუმროებისა და რესტორნების ხელმძღვანელები, ასევე, ღვინის კომპანიების მფლობელები, სომელიეები და სხვ.  გამოფენა 19 068 კვ.მ-ს იკავებდა. 

წლევანდელ გამოფენაზეც, ჩვეულებრივ, წარმოდგენილი იყო ღვინო, ალკოჰოლური სასმელები, შესაბამისი აქსესუარები და დანადგარები,  ეტიკეტირების, ტურიზმის, ლოჯისტიკის, ვაჭრობის, მედიისა და სხვადასხვა სახის პროდუქტები.

წელს  ჰონგ-კონგის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოდან მონაწილეობდა 6 კომპანია - მეღვინეობა ხარება, კახური ტრადიციული მეღვინეობა, თბილღვინო, ბადაგონი, ქართული ღვინო, ქართული ღვინის სახლი. გამოფენის ფარგლებში 6 ნოემბერს კომპანია Meiburg Wine Media-ს ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა, დებრა მეიბურგმა ქართული ღვინის თემატიკაზე პროფესიული საზოგადოებისთვის საგანგებო სემინარი ჩაატარა. 

გამოფენის ფარგლებში კომპანია კახური ღვინის მარანის 2011 წლის საფერავმა ორი უმაღლესი ჯილდო მოიპოვა - გრან-პრი ნომინაციაში „საუკეთესო რეგიონალური ღვინო აღმოსავლეთ ევროპაში“ და ოქროს  და მედალი. ამავე კომპანიის 2011 წლის მუკუზანი კი ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული