Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის კულტურა აშშ-ში - Finger Lakes

Photo Credit Dr. Konstantin Frank Winery

ქართული ღვინისა და კულტურის შესახებ აშშ-ში, განსაკუთრებით კი Finger Lakes-ში, ყოველწლიურად უფრო და უფრო საინტერესო სიახლეები იგეგმება. ამ ყველაფერს კი სათავეში “საფერიკა” უდგას: საფერიკას მისიაა საფერავის ისევე, როგორც სხვა ქართული ვაზის ჯიშების პოპულარიზაცია აქ, ფინგერ ლეიკსა და მთელ აშშ-ში. ამ საკითხზე ზრუნვა ფინგერ ლეიკიდან დავიწყეთ, რადგან აქ არის ამერიკული ვაზის სამშობლო” - განმარტავს “საფერიკას” თანადამფუძნებელი ერიკა ფრეი.

ერიკა ფრეი ლაშა ცატავასთან ერთად მუშაობს ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე. ფინგერ ლეიკზე ბევრგან შეხვდებით ქართულ ვაზის ჯიშებს, ძირითადად კი საფერავსა და რქაწითელს: “როცა ქართული ღვინოები და საქართველოს ისტორია აღმოვაჩინე, პირველი, რაც გავიფიქრე იყო: რატომ არავინ ყვება ამ ამბავს?!” საფერიკას ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ლაშა ცატავა ქართველია, ის ახლა აშშ-ში ცხოვრობს: “ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ნებისმიერი ქართველისთვის, ეს დიდი პატივია, რომ ჩვენი კულტურა ასე მჭიდროდაა დაკავშირებული ღვინოსთან და ვაზთან. ჩემი მთავარი სურვილია, რომ ეს ყველაფერი დიდ საზოგადოებას დავანახო და ჩვენი კულტურა უფრო მეტ ადამიანამდე მივიტანო.”

გასულ პარასკევს, როგორც Weny news გვატყობინებს, დოქტორ კონსტანტინ ფრანკის მარანში დეგუსტაცია გამართა, სადაც ყველაზე მეტად ქართული ჯიშებიდან საფერავისა და რქაწითელისგან დაწურული ქვევრის ღვინოები გამოირჩეოდა. კონსტანტინ ფრანკი პირველი იყო, რომელმაც ქართული და სხვა ევროპული ჯიშები გააცნო ამერიკას, ამის შესახებ ჩვენს სტატიაში კიდევ უფრო ვრცლად გაეცნობით.

დეგუსტაციასა და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებს “საფერიკას” წლის მთავარი ღონისძიება აჯამებს ხოლმე: საფერავის ფესტივალი. ფესტივალი აერთიანებს ქართული ღვინის შესახებ სხვადასხვა სემინარებს, დეგუსტაციას ქართველი და ამერიკელი ღვინის მწარმოებლების მიერ, რაც საბოლოოდ ქართული სუფრით მთავრდება ხოლმე.

"სადღეგრძელოებითა და ქართული სუფრის ტრადიციით  სრულიად უცხო ადამიანსაც კი დაუახლოვდები. ეს სწორედ ის კულტურაა, რომელსაც თარგმანი არ სჭირდება, ამის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ საფერავია, რომელიც ასე გვაკავშირებს ერთმანეთთან“- ამბობს ცატავა და დასძენს, რომ ამ ფესტივალზე ისეთი ადამიანების დაახლოებას ცდილობს, რომლებსაც მსგავსი საქმე და საერთო ინტერესები აქვთ.

საფერავის ფესტივალი შაბათს, 8 ივნისს გაიმართება, სუფრისთვის კერძებს  ტრადიციულიად ქართული  რესტორანი ნიუ-იორკში  Chama Mama ამზადებს.

ფრენკი კი აღნიშნავს, რომ მისი მასპინძლობა ამ ღონისძიებაზე ფინგერ ლეიკსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გამყარებას ემსახურება:

"ერთი სიტყვით საოცარი გრძნობაა. ეს დიდი პატივია ჩემთვის. ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი სწორ დროს სწორ ადგილას ვართ”. სტატიას გაეცანით weny news-ზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.