Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის დეგუსტაცია იაპონიაში

იაპონიის ქალაქ უცუნომიაში (ტოტიგის პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი) ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი  მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და იაპონელი ტოპ-სომელიე მოტოიკი ოკოში უძღვებოდნენ. ღონისძიებას დისტრიბუტორები, რესტორნებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სემინარზე 6 ქართული ღვინის კომპანიის ღვინოები იყო წარდგენილი: „შატო მუხრანი“ -  რქაწითელი, „თელედა/ორგო“ - რქაწითელი, „შუმი/ხაზი იბერიული“ - მწვანე, „შალაური“ - მწვანე“,  „შალაური“ - საფერავი“ და „შუმი/ხაზი იბერიული“ - მუკუზანი. სემინარის დასრულების შემდეგ, სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ კიდევ 20-მდე დასახელების ქართული ღვინო.

აღსანიშნავია, რომ კენიჩი ოჰაში ყოველ ღონისძიებას პირველი ქართველი ოძეკის, პროფესიონალი სუმოისტი ტოჩინოშინის (ლევან გორგოძე) შესახებ საუბრით იწყებს, რაც  იაპონიაში საქართველოს და ქართული ღვინის ცნობადობას საგრძნობლად ზრდის.

როგორც ღონისძიების დასასრულს მოტოიკი ოკოშიმ განაცხადა,  იაპონელ მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა დააგემოვნოს უნიკალური სტილის ქართული ღვინოები, რომელიც  ყველა სხვა ქვეყნის ღვინისგან ხასიათით, მრავალფეროვნებითა და დამზადების უნიკალური ქართული მეთოდით გამოირჩევა. იაპონელი სომელიე მიიჩნევს, რომ ქართული ღვინოები კარგად ეხამება სხვადასხვა სახის სპეციფიკურ საკვებს. დეგუსტაციაზე კი სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ქართულმა ბრენდმა და წითელმა ნახევრადტკბილმა ღვინოებმა მოახდინა.

კენიჩი ოჰაშის ინფორმაციით, სტუმართაგან 14-მა უკვე მზად არის ქართული ღვინო დაამატოს საკუთარი გაყიდვების სიას.

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 98 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 186%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული