Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული სუფრა – არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

„მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს -  ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურა (ქართული სუფრა)“. ასე იწყება ბრძანება, რომელიც გუშინ გამოაქვეყნა „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ“ და რომლის ძალითაც კიდევ ერთი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი შეემატა უკვე არსებულ ნუსხას.

პროცედურები 2016 წლის სექტემბერში დაიწყო, ჩატარდა არსებული ლიტერატურისა და სხვ. მასალის კვლევა, რომლის შედეგებიც ძეგლის სააღრიცხვო ბარათში შევიდა. სწორედ ეს დოკუმენტი დაედო საფუძვლად ამ გადაწყვეტილებას.

ბარათში რამდენიმე ძირითადი კომპონენტია განსაზღვრული, რომელიც ერთ მთლიანობადაა წარმოდგენილი, სახელად „ქართული სუფრა“. ესენია: ქართული სამზარეულო, თამადის ინსტიტუტი, სადღეგრძელო, მერიქიფე და სუფრის დამხმარე პერსონალი, გართობა, როგორც ლხინის სუფრის აუცილებელი ელემენტი.

დასკვნაში ვკითხულობთ: ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქართული სუფრა წარმოადგენს ქართველი ხალხის სოციალური ურთიერთობებისა და ვალდებულებების კუტურულ სივრცეს, რომლის გარეშეც შეუძლებელი გახდებოდა ქართველი ერის ნაციონალური იდენტობის შენარჩუნება. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აღიარებს ქართული სუფრის კულტურას საკუთარი კულტურული იდენტობის განუყოფელ ნაწილად და შესაბამისად, თავის კულტურულ მემკვიდრეობად.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ქართული სუფრის ტრადიციები დღესაც ცოცხალია და აქტიურად გრძელდება, ვითარდება და შეიძლება ითქვას, ფართოვდება კიდეც. ეს არგუმენტი (ცოცხალი ტრადიციის შესახებ) უმთავრესია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარების პროცესში. ასე იყო მაშინაც, როცა ძეგლის სტატუსი მიენიჭა ქართულ მრავალხმიანობას, ქართულ ჭიდაობას და ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ (2013 წლის ბოლო) UNESCO–ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშიც შევიდა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.