Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პორტუგალიური ღვინის წარმოება

თუ პორტუგალიურ ღვინის ეტიკეტზე ვაზის ჯიშს ვერ იცნობთ, არ შეშინდეთ, ეს ასეც უნდა იყოს. იმის გამო, რომ პორტუგალიაში ღვინის კულტურა შედარებით იზოლირებულად განვითარდა, იქაური ჯიშები მსოფლიოში არც ისე ცნობილია. ქვეყანაში 250-ზე მეტი ადგილობრივი ჯიშია. იმპორტირებულ ჯიშებს შორის კი ყველაზე ხშირი Alicante Bousschet-ა, რომელიც ძალიან კარგად შეეგუა პორტუგალიურ ლანდშაფტს. როგორც wine folly-დან გვიამბობენ, იქ ჯერ კიდევ ბევრია აღმოსაჩენი და შესაწავლი. 

იქ ღვინის ხარისხის 3 დონეა, მათ ამოცნობას ღვინოზე ეტიკეტის დათვალიერებით შეძლებთ. პირველი, ყველაზე მაღალი ხარისხია DOC (ან DOP).  Denominação de Origem Controlada, რაც ნიშნავს, რომ ღვინო ძალიან მკაცრად განსაღვრული გეოგრაფიული ზონიდან არის, მხოლოდ კონკრეტული, ნებადართული ვაზის ჯიშებითაა დაწურული, რომლებიც ასევე მაქსიმალური მოსავლიანობით გამოირჩევა. პორტუგალიაში სულ 31 DOC. შემდეგი არის Vinho Regional (ან IGP): მთელი პორტუგალია 14 რეგიონულ ღვინის ზოგადაა დაყოფილი, სადაც ნაკლებად მკაცრი წესებია ვაზის ჯიშების გამოყენებისა და მათი მაქსიმალური მოსავლიანობის შესახებ. მიუხედავად იმისა,რომ ღვინოები DOC-ის ხარისხის არ არის, ძალიან ბევრი პიონერი მწარმოებელი პორტუგალიაში Vinho Regional-ის აღნიშვნას იყენებს, რათა ღვინის კუპაჟებისა და სეპაჟების მეშვეობით ისეთი ღვინოები აწარმოონ, რომლებიც DOC-ის ზონაში დაუშვებელია. Vinho (ღვინო): ეს პორტუგალიური სუფრის ღვინის ძირითადადი კლასიფიკაციაა, რომლებსაც ქვეყნის გარეთ ვერ ნახავთ. 

Comissão Vitivinícola Regional (CVR) ღვინისა და ვაზის კომისიაა, რომელიც პორტუგალიის ღვინის წარმოებას მართავს. CVR ხარისხს თითოეული რეგიონის ხასიათის მიხედვით არეგულირებს. იმის გამო, რომ წყალი პრობლემაა პორტუგალიაში, CVR ყურადღებით აკვირდება მორწყვის ნებართვების გაცემასაც. ახლა პორტუგალიური ღვინის რეგიონებს გაგაცნობთ:

Duoro Valley - რეგიონი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. მდინარე დუროს გასწვრივ მდებარე ბორცვებზე ტერასებზე გაშენებული ვცენახებიდან აყენებენ პორტუგალიურ შემაგრებულ ღვინოს: Port Wine-ს, კერძოდ LBV Port, Tawny Port და Vintage Port, რომლებიც Touriga Franca, Touriga Nacional, Tinta Roriz (Tempranillo), Tinta Barroca და Tinto Cão-ს ჯიშებით იწარმოება. Rose Port შედარებით ახალია, ძალიან მსუბუქი და გემრიელია საზაფხულო კოქტეილების დასამზადებლად. Tinto Duoro კი სხეულიანი, მაღალტანინიანი წითელი ღვინოა. Duoro Branco კი მსუბუქი სხეულის თეთრი ღვინოა, რომელიც ძალიან ხალისიანია. ახასიათებს კაჟისა და მინერალური ნოტები. ამ ღვინოს აწარმოებენ Malvasia Fina-სა და Viosinho-ს შერევით. 

Minho (Vinho Verde) - მინოს ღვინოები იდეალურია სალათებთან, თევზთან და ბოსტნეულის კერძებთან ერთად. Branco Vinho Verde მსუბუქ სხეულიანი თეთრი ღვინოებია მათ ხშირად აქვთ ნესვის, ციტრუსისა და ხურტკმელის არომატები. თეთრ ვინო ვერდეს სხვადასხვა ჯიშების ნაზავით აწარმოებენ, მათ შორის Arinto, Azal, Trajadura, Loureiro და Alvarinho. ყურადღება მიაქციეთ განსაკუთრებით ერთი ვაზის ჯიშის ღვინოებს, როგორიცაა Loureiro, Azal, და Alvarinho, ვინო ვერდეს ყველაზე პოპულარულ ვაზის ჯიშებს. 

Altenejo-ს რეგიონი კალიფორნიას ჰგავს, დაბალი ბორცვებითა და ძალიან ცხელი ტემპერატურით. ცნობილია Tinto Alentejo: სრული სხეულიანი წითელი ღვინო, რომელიც, როგორც წესი Aragonês (Tempranillo), Trincadeira, Castelão, Alfrocheiro და Alicante Bousschet-სგან იწარმოება. Branco Alentejo: მსუბუქი და სრული სხეულიანი, თეთრი ღვინოებია,  ამაზადებელ Arinto (უფრო სრული, სხეული სტილის ღვინოებს) Antão Vaz-სგან, Roupeiro და Fernão Pires (სურნელოვანი თეთრი ჯიში).
Alentejano (IGP/Vinho Regional): წითელი და თეთრი ღვინოები, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ყურძნის არაადგილობრივ ჯიშებს (Viognier და Syrah აქ პოპულარობით სარგებლობს). პორტუგალიური ღვინის შესახებ უფრო ვრცლად Wine Folly-ზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.